წყალტუბოს ახალი ქვესადგური საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. პროექტის განხორციელების შედეგად, გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვესადგური „წყალტუბო 500“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, პროექტის ღირებულებამ 19.8 მილიონი დოლარი შეადგინა.
„ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი პროექტის წარმატებით განხორციელებას.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ქვესადგურის, „წყალტუბო 500“-ის მშენებლობა დაასრულა.
წყალტუბოს ახალი ქვესადგური საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. პროექტის განხორციელების შედეგად, გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, დასავლეთ საქართველოდან სიმძლავრეების უსაფრთხოდ გამოტანა და ახალი ჰესების საქართველოს ენერგოსისტემასთან დაკავშირება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს რეგიონული ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის ზრდას და ქვეყნის ელექტროენერგიის როგორც საექსპორტო, ისე სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას.
პროექტის ღირებულებამ 19.8 მილიონი დოლარი შეადგინა. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 350 ადამიანი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. აღსანიშნავია, რომ პროექტი პასუხობს როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე მსოფლიო ბანკის გარემოსა და სოციალური სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა გარემოსდაცვით ვალდებულებას. ჩვენი მთავრობის მხარდამჭერი სქემების მეშვეობით, გაგრძელდება ენერგეტიკული სიმძლავრეების გაზრდა და განახლებადი ენერგიების რესურსების ათვისება. მათ შორის, „ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ ფარგლებში, განხორციელდება 80 კილომეტრამდე სიგრძის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის – „ჯვარი-წყალტუბოს“ მშენებლობა, რომლის საშუალებითაც ქვესადგური „წყალტუბო 500“ ქვესადგურ „ჯვარი 500-ს“ დაუკავშირდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დონორებს, თითოეულ ინჟინერს თუ მშენებელს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელებაში“, – განაცხადა პრემიერმა.