LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სერვისებს უძვირებს

შსს განცხადებას ავცრელებს

დაპოსტა 2024/12/16-ში
A A
508
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს ეხმაურება.

შს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ „აღნიშნული ცვლილებები ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთანაა შესაბამისობაში“.

„გვსურს გამოვეხმაუროთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, თითქოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, პოლიციას მიენიჭა უფლებამოსილება პირი დააკავოს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კერძოდ, მხოლოდ ზოგადი ეჭვის საფუძველზე, რომ მან მომავალში შეიძლება ჩაიდინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირს უკვე ჩადენილი აქვს სამართალდარღვევა და ამასთანავე, არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის კვლავ ჩაიდენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციას აქვს ამ პირის დაკავების უფლებამოსილება სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის აღკვეთისა და მის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული ცვლილებები შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან. აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2018 წლის გადაწყვეტილებაში „S., V. AND A. v. DENMARK“ (Applications nos. 35553/12, 36678/12 and 36711/12) მითითებულია, რომ პრევენციული დაკავება შეესაბამება ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითებს, რომ არ შეიძლება კონვენციის მე-5 მუხლი განიმარტოს იმგვარად, რომ პოლიციისთვის შეუძლებელი გახდეს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა – დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი. პოლიციამ გარკვეული ფორმით უნდა გამოიყენოს ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების დისკრეციული უფლებამოსილება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად პოლიციას ხელი მიუწვდება იმგვარ ინფორმაციაზე და ოპერატიულ მასალაზე, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია. სწორედ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება იცავს პირს დაუსაბუთებელი და თვითნებური დაკავებისგან. პრევენციულ საპოლიციო ღონისძიებებს, მათ შორის, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, პრევენციულ დაკავებას იცნობს არაერთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის, არის დანიის, ჩეხეთისა და გერმანიის სამართლებრივი სისტემები. აღსანიშნავია, რომ არცერთი პრევენციული ღონისძიება პოლიციას არ აძლევს ზოგად, აბსტრაქტულ საფრთხეზე აპელირებით რაიმე ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობას, მით უფრო იმ დასაბუთებით, რომ რომელიმე პირი ან პირთა ჯგუფი მიდრეკილია ჩაიდინოს დანაშაული ან სხვა ძალადობრივი ქმედება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენცია გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც პირის მიერ ჩადენილია სამართალდარღვევა და ამასთან არსებობს სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის რეალური საფრთხე. სამართალდარღვევის ჩადენის რეალური საფრთხის თავიდან აცილება გულისხმობს, რომ არსებობს მაღალი ალბათობა კონკრეტული სამართალდარღვევა განმეორებით იქნება ჩადენილი კონკრეტული პირების მიერ.

საფრთხის რეალურობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული ფაქტებით ან ინფორმაციით, რაც წარდგენილი უნდა იქნას სასამართლოს წინაშე. აქვე აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ დაკავებულ პირს მისი დაკავების კანონიერების შემოწმების მიზნით აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს და დაკავების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია“,- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება203

დაკავშირებული -პოსტები

გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია
მთავარი

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია. ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში, სასტუმრო "მარსში" 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, კაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, კაცი სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გუშინ გადმოვიდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისის მერია ორ ახალ ა(ა)იპს ქმნის
მთავარი

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს. თავდაპირველად კონკურსი 10 ივლისს გამოცხადდა და მისი შედეგები 20 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუმცა, როგორც ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონკურსში ლექსები...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება
მთავარი

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება. ,,ქართული კინო თაობებისთვის,, - ამ სახელწოდებით კინოჩვენების სამი დღის განმავლობაში მეფეთუბანში გაიამრთება. ჩვენები 14,15 და 16 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება.

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა
მთავარი

ავარიის შედეგად დაღუპული პირი, რომელიც ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე მოხდა, მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცია. გლოვობს მისი სოფელი ნახურცილავო დედისერთა ბიჭს, დავით კაკულიას. „ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის,...

დაწვრილებითDetails

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართო სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების...

დაწვრილებითDetails

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა, ცნობილი რეჟისორი, ნანა ახვლედიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ჩემი მოუშუშებელი ტკივილი დედიკუნა...“, - წერს ნანა ახვლედიანი. შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა. ულამაზესი ლიზი მოისწრაფიშვილი კორპუსიდან გადმოვარდა...

დაწვრილებითDetails

როგორია გომის მთაზე დაშავებულები მდგომარეობა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

გომის მთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბელარუსი ტურისტები კვლავ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩებიან. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, გია კიკაბიძის განცხადებით, მათ შორის ინტენსიურ განყოფილებაში რჩება ორი პირი - დედა-შვილი,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 126 ფაქტი დაფიქსირდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ივნისიდან ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის შემოწმება დაიწყება
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 787 ფაქტი გამოავლინეს. სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის საქმეზე განცხადება ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის საქმეზე განცხადება ავრცელებს
მთავარი

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადება ავრცელებს. "სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მეწყერის ვერსია გამორიცხულია. შსს-მ რამდენიმე დღეში გააკეთა იმდენი, რამდენიც 12 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. გამოძიება გრძელდება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"