ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჯგუფი”შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს:
ქ. რუსთავის მე-2 ბრიგადამ გამთენიისას გამოძახება ლოზუნგით ტკივილი გულმკერდის არეში მიიღო.
ადგილზე მისულს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ხანშიშესული მამაკაცი ციანოზურ მდგომარეობაში დახვდა.
პაციენტს უჭირდა სუნთქვა. პარამედიკოს დავით ოთარაშვილის გადმოცემით პაციენტს ჩაუტარდა პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია და დაწყებულ იქნა შესაბამისი მკურნალობა.
ელექტრო კარდიოგრამის გადაღების პროცესში მოულოდნელად გულის გაჩერება განვითარდა.
ბრიგადის წევრების მიერ ჩატარებული პროტოკოლით გათვალისწინებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად პულსი და სუნთქვა აღდგა.
სამედიცინო პერსონალმა უსწრაფესად დაიწყო პაციენტის ტრანსპორტირების პროცესი. კიბეზე ჩაყვანის დროს მამაკაცის გული კვლავ გაჩერდა. ბრიგადის წევრების მიერ ჩატარებული გულის არაპირდაპირი მასაჟით რითმი ისევ აღდგა.
კლინიკაში შეყვანისას მესამედ დაფიქსირდა გულის გაჩერება. სამედიცინო პერსონალმა კვლავაც წარმატებულად შეძლო გულის ამუშავება. მამაკაცი სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრებით რუსთავის ერთ-ერთ სტაციონარში იქნა შეყვანილი.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა....
მე ვარ უდანაშაულო. ბრალდება, რაც პროკურატურამ წამიყენა, არის თითიდან გამოწოვილი. ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ! მე დანაშაული არ ჩამიდენია, ბატონო მოსამართლევ,- ეს განცხადება მუქარის...
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას თამაზ ელიზბარაშვილიც ესწრებოდა, რომელიც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზეა ბრალდებული. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე...
ორშაბათს-სამშაბათს საბოლოო განხილვები გვექნება და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, პარლამენტის კომიტეტი დააინიცირებს აღნიშნულ საკითხს - ამ ეტაპზე ცვლილებები იქნება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და არ იქნება კომერციული სუბიექტების მიმართ, რაზედაც გაგრძელდება რეფორმა...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. "ამ წლის 31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია "იტალფარმაკოსთან" - მედიკამენტ "ჯივინოსტატის" მწარმოებელ...
2026 წლის 1-ელი ნოემბრიდან ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი ხდება. ინფორმაცას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს. ამასთან, ამავე პერიოდიდან უცხოელებს ქვეყანაში შესვლისას ელექტრონული ნებართვის (ETA) მიღება დასჭირდებათ. ახალი სისტემა, სახელწოდებით QazETA, ქვეყანაში სატესტო...
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისიდან 53კმ-ში, ქალაქ გორში მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით, 11:55-ზე დაფიქსირდა.
მერილენდის შტატის ფედერალურმა რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა, შეაჩეროს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, ე.წ. „სამშობიარო ტურიზმის“ აკრძალვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ CBS News-ი წერს. 2 სექტემბერს, აშშ-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დებორა ბორდმანმა დროებით დაბლოკა...
საქსტატის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აგვისტოში, გასული...
მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი,...