ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” ასახელებს 4 ტიპის საკვებს, რომლებიც ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საზიანოა და სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის:
– სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ჩვენივე ონკოლოგიური დაავადებების მიზეზი ვართ ხოლმე. როცა მაღაზიაში შევდივართ, უმეტესად, ისეთ რაღაცებს ვარჩევთ, რაც მალე მზადდება. გეტყვით 4 პროდუქტს, რომელთა ყიდვაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მნიშვნელობა არ აქვს თქვენს ასაკს:
გაყინული პროდუქტებში ძალიან ბევრი შემნახველი საშუალებაა დამატებული, რომ არ გაფუჭდეს და დიდხანს გაძლოს. ის რაღაცები, რაც საკვებს ინახავს, ჩვენში ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს. ამიტომ, გაყინული ხორცპროდუქტები არ შევიძინოთ