LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„საერთოდ არ შემიხორცდა და ფილერი გადმოდიოდა…“ – კოსმეტოლოგიური ოპერაციის მსხვერპლი ქალების ისტორიები

„საერთოდ არ შემიხორცდა და ფილერი გადმოდიოდა…“ – კოსმეტოლოგიური ოპერაციის მსხვერპლი ქალების ისტორიები

დაპოსტა 2024/10/14-ში
A A
39
ნახვა
გაზიარება

თემა, რომელზე მუშაობაც “კურიერი პიესმა“ ჯერ კიდევ წინა კვირას დაიწყო – საუბარია კოსმეტოლოგიური მანიპულაციების მსხვერპლ ემიგრანტ ქალებზე, რომლებსაც შესაბამისი პროცედურები, ქუთაისელმა ექიმმა სახლის პირობებში არასტერილურ გარემოში გაუკეთა. ჩვენ ორი დაზარალებულის ისტორია მოგიყევით, თუმცა აღმოჩნდა, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაცილებით დიდია.

“ჩემი გართულება გაკეთებიდან მეხუთე დღეს დაიწყო, ტკივილები მქონდა, რაზეც მეუბნებოდა, რომ ნორმალურია და ეს აბებს უნდა გაეყუჩებინა, მაგრამ მერე ნემსებიც დამჭირდა. მერე უკვე დაჩირქდა და მითხრა, რომ ამას ვერ განსაზღვრავ კანის ინდივიდუალურ შეხორცებას. საერთოდ არ შემიხორცდა და ფილერი გადმოდიოდა, ერთი სიტყვით შადრევანი მქონდა ამ ნივთიერების. მითხრა რომ ჩამოვალ და მოგხედავ, მაგრამ ბრილიანტის მწვანის იქით არაფერი გამოუყენებია. მითხრა, რომ ეს პრობლემა დროებითია და მოგვარდება. მერე უკვე ძალიან რომ გართულდა მივედი ექიმთან რომელმაც მითხრა რომ სავსე ვიყავი ინფექციით, ორივე მკერდი გამიჭრა და ჯერ გამოდევნა ეს სითხე და შემდეგ უკვე ანტიბიოტიკებით ვიმკურნალე,“ – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

ვიდეო, რომელიც თავად დაზარალებულებმა “კურიერი პიესს“ მოგვაწოდეს, ჩანს, რა პირობებში გაიკეთეს მათ ესთეტიკური მანიპულაცია. კოსმეტოლოგმა ისინი ნეაპოლში არა კლინიკაში, არამედ ერთ-ერთ ბინაში დაიბარა, სამედიცინო მაგიდის ნაცვლად სავარძელზე დააწვინა, ვიდეოში ისმის მცირეწლოვანის ხმაც, მანიპულაციის დროს ოთახში იყვნენ ბავშვებიც.

“დაგვიბარა ბინაში სადაც ცხოვრობდა ოჯახი, არანაირი სამედიცინო მაგიდა, იყო უბრალოდ დივანი და ამ პირობებში გაგვიკეთა,“ – იხსენებს დაზარალებული.

არის ასევე, მეორე დაზარალებული, რომელმაც ასევე მკერდის კორექცია გაიკეთა.

“5 თვის განმავლობაში მქონდა ტკივილები, მქონდა სიცხეებიც. შემდეგ დამიჩირქდა. რომ ვეუბნებოდი, მტკივა-თქო, მეუბნებოდა ჩაჯდება და მოგვარდება. დაჩირქების შემდეგ გადავიღე ფოტოები და გავუგზავნე,“ – ამბობს დაზარალებული.

მას შემდეგ, რაც პაციენტმა სპეციალისტს გართულებების ამსახველი ფოტოები გაუგზავნა, მან ხმოვანი შეტყობინებით პრობლემის მოგვარების ინსტრუქცია მისცა.

კოსმეტოლოგი პაციენტებს არწმუნებდა, რომ ექიმთან მისვლა საჭირო, არ იყო. იტალიელი ქირურგების თქმით კი, მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ დაგვიანების შემთხვევაში შეიძლებოდა ქართველი ქალების გალამაზების მცდელობა ფატალურად დასრულებულიყო.

“იტალიელმა ქირურგმა მითხრა რომ ბედი მქონია, რომ გასკდა და გარეთ გამოვიდა ეს ყველაფერი, თორემ წავიდოდა სეფსისი და ისე გარდაიცვლებოდი რომ ვერავინ ვერ გაიგებდა, რა მოხდაო. მან ჩემი სიცოცხლე დადო სასწორზე,“ – ამბობს დაზარალებული.

ქართველი ემიგრანტების ბრალდებების ადრესატი ქუთაისელი კოსმეტოლოგი ლელა კოკელაძეა, პაციენტებს ეცნობა, როგორც ლელა კუკია. მას ქუთაისში კლინიკა 21-ე საუკუნეში მივაკითხეთ. მან გართულებები პაციენტების მხრიდან ჭრილობის არაჰიგიენურად მოვლით ახსნა, იტალიელ ექიმებს კი ნაკერი დაუწუნა.

ბინაში სამედიცინო ინვაზიური პროცედურების ჩატარება იკრძალება. ასევე, ეკრძალება სპეციალისტს უცხო ქვეყანაში საერთაშორისო სერტიფიკატის გარეშე მუშაობაც.

რა პირობებში აკეთებს პროცედურებს საქართველოში არ გვაჩვენა, არც კლინიკაში შეგვიშვა და არც ფოტოები გამოგვიგზავნა, გამოგვიგზავნა მხოლოდ ორი სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ გავლილი აქვს სახის მოდელირების ტრენინგი. ლელა კუკია არც საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოებაში ირიცხება.

იმისთვის, რომ პაციენტმა მინიმუმამდე შეამციროს რისკები ასევე, შეუძლია მოსთხოვოს ექიმს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგრამ მთავარი გაფრთხილება პროფესიონალებისგან არის ის, რომ არ დათანხმდნენ ესთეტიკური მედიცინის პროცედურებს სახლის პირობებში.

წყარო: რუსთავი 2

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

კაცმა, მიკროავტობუსით მგზავრობისას, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1980 წელს დაბადებული ს.ს....

დაწვრილებითDetails

თურქეთში ბიზნესის სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები დააკავეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
მთავარი

თურქეთის პოლიციამ, ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, 14 პირი დააკავა, მათ შორის ბიზნესის, სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან ბიზნესმენები, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ყოფილი პრეზიდენტი ფიკრეტ ორმანი,...

დაწვრილებითDetails

25 მარტს 14:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიასთან პრესკონფერენციას გამართავენ

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
25 მარტს 14:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიასთან პრესკონფერენციას გამართავენ
მთავარი

25 მარტს 14:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიასთან პრესკონფერენციას გამართავენ: "დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს.  საქართველოში დიუშენით დაავადებული 100 მდე...

დაწვრილებითDetails

2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
ვის რამდენით დაუფინანსდება სწავლის საფასური
მთავარი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინიტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

დღეს კათოლიკე ქრისტიანები  ხარებას აღნიშნავენ

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
დღეს კათოლიკე ქრისტიანები  ხარებას აღნიშნავენ
მთავარი

დღეს კათოლიკე ქრისტიანები  ხარებას აღნიშნავენ. ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გაბრიელ მთავარანგელოზმა ღვთის ძისა და მესიის, იესო ქრისტეს დაბადება ახარა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს კათოლიკე ქრისტიანებს ხარების დღესასწაულს, სიხარულსა...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს
მთავარი

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს ყველა მოქალაქეს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს. სააგენტოს განცხადებით, ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. „1801 წელს რუსეთის...

დაწვრილებითDetails

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ,დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქეები: 1988 წელს დაბადებული ი.შ. და 2008 წელს დაბადებული ო.ლ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი...

დაწვრილებითDetails

25 მარტის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

25 მარტს, საქართველოს უმეტეს ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ზოგან მოღრუბლულ ამინდს პროგნოზირებენ, მაღალ მთაში კი მოთოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში +13 გრადუსია ნავარაუდევი.   ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:   გაგრა...

დაწვრილებითDetails

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი კამათისა და დაპირისპირების ალბათობა ძალზე დიდია, თქვენი დღევანდელი განწყობა კი სწორედ რომ შესაფერისია ამ ვითარებისთვის, ნებისმიერ მწვავე დაპირისპირებაში, მოიპოვებთ უპირატესობას. კურო დღეს, შესაძლოა, საკუთარი ფიქრების ლაბირინთში ისე დაიბნეთ, რომ...

დაწვრილებითDetails

“ელენე ხოშტარიას მიმართ განაჩენი კიდევ ერთი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიაზე”- სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
პრეზიდენტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ სასამართლო განაჩენს საქართველოში დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე „შემზარავ თავდასხმას” უწოდებს. როგორც ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, ასე ესმის „რეჟიმს გამოხატვის თავისუფლება“. “პოლიტიკური რეპრესია საქართველოში: ელენე ხოშტარიას, პოლიტიკური...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"