აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი “რესპუბლიკური” პარტიიდან დონალდ ტრამპი ითხოვს სიკვდილით დასაჯონ ის მიგრანტები, რომლების ამერიკის მოქალაქეს მოკლავენ, — ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს განცხადება ტრამპმა კოლორადოს შტატის ქალაქ ავრორაში წინასაარჩევნო მიტინგის დროს გააკეთა.
“მე მოვუწოდებ სიკვდილით დასჯისკენ ნებისმიერი მიგრანტის, რომელიც ამერიკის მოქალაქეს ან სამართალდამცავი უწყების თანამშრომელს მოკლავს”, — განაცხადა ტრამპმა.
Reuters აღნიშნავს, რომ მანამდე ტრამპი გამოდიოდა ინიციატივით, რომლის თანახმადაც სიკვდილით დასჯა უნდა გავრცელებულიყო სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის გამო გასამართლებულ პირებზეც.