“თაიმერის” ინფორმაციით, მარტვილში , სოფელ სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სწრაფად მოძრავი ავტომობილი ორსულ ქალს დაეჯახა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 40 წლამდე ქალბატონი ქუჩას კვეთდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ქალბატონი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.