სად წავიდეთ!? – ღამისთევის მეექვსე ღამე ბუკნარში!!!
ზუსტად მეექვსე ღამეა ბათუმელი 25 – მდე უსახლ-კარო, სოც. დაუცველი, შშმ. ოჯახი ბუკნარის ყოფილ სამრეწველო შენობაში შეიჭრა. ისინი აქ ათევენ ღამეს. აქციის მონაწილეები მეექვსე წელია უშედეგოდ ითხოვენ ადგილობრივი მთავრობისგან ალტერნატიულ ფართს. მათი თქმით გუშინ და დღეს ადგილზე იყო მოსული ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი ედუარდ ნაკაშიძე და სახალხო დამცველი თამაზ ბაკურიძე რომელთაც სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეები მანამ არ დატოვებენ ამ შენობას, ვიდრე მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს ადგილობრივი მთავრობა.
გურამ ცეცხლაძე _ ჩვენ ვერ მოვხვდით ,,ოცნების ქალაქის ” პროექტში, რაც წესით გვერგებოდა და ითვალისწინებდა ჩვენს ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას. ვფიქრობ გადაწილება მოხდა არასამართლიანად. გამომდინარე აქედან ვაგრძელებთ მოთხოვნას. ბრძოლას არ შევაჩერებთ. მზიური ბალაძე _ ვარ 3 შვილის დედა, მყავს შშმ შვილი.
34 წლის გიორგი. ვარ ონკოპაციენტი, 8 – ჯერ ნაოპერაციები. 39 წელია ვცხოვრობ სხვის სახლ-კარში. საკუთარ ფართს ველოდები 39 წელია, მაგრამ დღემდე ვცხოვრობ ქირით სხვის ფართში. არ ვიცი როდის დავრჩები ღია ცის ქვეშ. ძნელია როცა საკუთარ ქვეყანაში ამ პრობლემის წინაშე დგახარ. შუშანა დეკანაძე _ ვარ მარტოხელა ქალი, 66 წლის, პენსიონერი, სოც. დაუცველი. ვცხოვრობ ქუჩაში, ხან სად ხან სად… არ მაქვს ჩემი ერთი საწოლიც. ქუჩა-ქუჩა სიარულს მირჩევნია აქ გავათიო ღამე ვიდრე ალტერნატიულ ფართს არ გადმოცემენ.
თეო ლაბაძე _ ვარ მარტოხელა დედა, 32 წლის. მყავს 2 არასრულწლოვანი შვილი. არც სოციალური დახმარება გამაჩნია. არა მაქვს საკუთარი ჭერი. 13 წელია ვცხოვრობ ქირით. სიმართლე გითხრათ არაფრის იმედი არა მაქვს, მაგრამ ის ზუსტად ვიცი ვიდრე არ დააკმაყოფილებენ ფართით, მე ამ შენობიდან არ გავალ.
მასალა მოამზადა – მანანა ლეშკაშელი