შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში გოგა მეფარიშვილს ემშვიდობება, ბიჭს რომელიც უმძიმეს ავარიას ემსხვერპლა.
“ამ ტკივილს სახელს ვერ დაარქმევ, აქ სიტყვები აზრს და მნიშვნელობას კარგავს…ეს ყველა დედის ტკივილია, რა მნიშვნელობა აქვს, ემიგრანტია თუ არაემიგრანტი…შეიძლება კალთაში გიჯდეს შენი პირმშო და იქ მოაკითხოს ულმობელმა წამმა, მაგრამ ოჯახის და შვილების კეთილდღეობისათვის სამშობლოდან საზრვარგარეთ გადახვეწილი დედებისთვის ეს ტკივილი სხვა განზომილებაშია და სხვა საზომით იზომება… ქართველ ემიგრანტს იზა დუმბაძეს ღმერთს ვთხოვთ, მოგმადლოს ჯანმრთელობა, სიმტკიცე და ჭირთა თმენა, შენი გოგას სულის საოხად და დაუმკვიდროს სასუფეველი მას იქ, სადაც მართალნი განისვენებენ…
შვილმკვდარი ემიგრანტი დედის იზა დუმბაძის თვითმფრინავი 4 ოქტომბერს აფრინდება მილანის აეროპორტიდან…..
ემიგრანტის შვილი გოგა მეფარიშვილი რომელიც უმძიმეს ავარიას ემსხვერპლა
პანაშვიდი შაბათს 5 ოქტომბერს 17:00-საათზე
დაკრძალვა კვირას 6 ოქტომბერს 15:00 საათზე…
მისამართი ჩოხატაური სოფელი გორაბერეჟოული.
ასევე ემიგრანტების არხი თანაუგრძნობს ემიგრანტების იმედს არხის დამფუძნებელს ბ.ნ. შოთო სიხარულიძეს ჩოხატაურს და სოფელ გორაბერეჟოულს ამ შემზარავი ტრაგედიის გამო.
ნეტავ სულ ,არ გათენებულიყო ,
თუ ღირდა საერთოდ ამად ეს გათენება?! ნუთუ ამის გასაგებად უნდა ამოსულიყო მზე?!!
ანგელოზებს ჩვენი უკეთილშობილესებიც შეუერთდა ,ესე მოკრძალებით….
მეხის გავარდნას ჰგავს თქვენი გარდაცვალება.
თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი”