LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
FDA-მ შიზოფრენიის სამკურნალო მედიკამენტი დაუშვა

FDA-მ შიზოფრენიის სამკურნალო მედიკამენტი დაუშვა

დაპოსტა 2024/10/03-ში
A A
42
ნახვა
გაზიარება

აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) შიზოფრენიის სამკურნალო ახალი პრეპარატი დაამტკიცა. Cobenfy-ის სახელწოდების მქონე მედიკამენტი ორ განსხვავებულ წამალს აერთიანებს. ის სხვა ანტიფსიქოტიკებისგან განსხვავებულია და ეს დაავადების ალტერნატიული მკურნალობის საშუალებას იძლევა.

შიზოფრენია დიაგნოზია, რომელსაც ფსიქოზის გარკვეული დონე მოჰყვება. ეს შეიძლება შეიცავდეს ჰალუცინაციებსა და პარანოიას.

ამ სიმპტომების შესამსუბუქებლად შეიძლება დაინიშნოს ანტიფსიქოზური საშუალებები. როგორც წესი, შიზოფრენიის სამკურნალო მეთოდები ფოკუსირებულია დოფამინზე, ტვინში სასიცოცხლო მნიშვნელობის ნეიროტრანსმიტერზე. ფსიქოზის შემთხვევაში, შეიძლება დოფამინის დისბალანსი ხდებოდეს, ამიტომ ანტიფსიქოზური მედიკამენტები მსგავსი ბალანსის დასაბრუნებლადაა შემუშავებული.

თუმცა, ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყვეს უსიამოვნო გვერდითი ეფექტები და ისიც ფაქტია, რომ ასეთი მედიკამენტები ყველაზე არ მოქმედებს. სწორედ ამიტომ, მეცნიერები უფრო ახალი და უკეთესი მედიკამენტების შესამუშავებლად მუშაობენ.

ამ ძალისხმევის ფარგლებში, 2023 წელს, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ სტანდარტული მედიკამენტები — რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში იყენებდნენ – რეალურად მოქმედებს სრულიად განსხვავებული ტიპის ტვინის უჯრედებზე, ვიდრე ადრე ეგონათ.

„ითვლებოდა, რომ ანტიფსიქოზური პრეპარატები ძირითადად ისეთ ნეირონებზე ზემოქმედებდა, რომლებიც D2 დოფამინის რეცეპტორებს გამოხატავს. რეალურად, ამ ყველაფერს ისეთ ნეირონებზე ჰქონდა ზემოქმედება, რომლებიც D1 დოფამინის რეცეპტორებს გამოხატავს”, — აღნიშნული იყო 2023 წლის კვლევაში.

ახალი მედიკამენტი ქსანომელინისა და ტროსპიუმის ქლორიდის წამლების კომბინაციაა, რომელიც ახლა ბაზარზე Cobenfy-ის სახელით გამოჩნდა. ის რეცეპტორების სხვა კლასზე, ქოლინერგულ რეცეპტორებზეა მიმართული.

„ათწლეულებია შიზოფრენიის სამკურნალო ახალი მიდგომა არ გვქონია. ეს წამალი სწორედ ასეთია, რაც ახალ შესაძლებლობებს აჩენს”, – თქვა დოქტორმა ტიფანი ფარქიონემ, ფსიქიატრიის განყოფილების დირექტორმა.

მედიკამენტის მიღება კაფსულის სახით შეიძლება და ის კომპანია Bristol Myers Squibb-მა შეიმუშავა.

კლინიკურ კვლევებში დადგინდა, რომ პრეპარატი უსაფრთხო და ეფექტიანია. იმ პაციენტებს, რომლებიც მედიკამენტს იღებდნენ სიმპტომები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. ეს მოხდა სერიოზული გვერდითი ეფექტების გარეშე. მიუხედავად ამისა, იყო გარკვეული გვერდითი ეფექტიც, რომელმაც კუჭისა და მონელების მცირე პრობლემები გააჩინა. ასევე აღნიშნულია, რომ პრეპარატი არ არის რეკომენდებული ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

აშშ-ში დაახლოებით 2.8 მილიონი ადამიანი შიზოფრენიითაა დაავადებული.

„შიზოფრენიით დაავადებული ადამიანებისთვის რთულია შესაბამისი მკურნალობისთვის მიგნება. მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტების ქონა პაციენტებსა და ჯანდაცვის პროვაიდერებს ახალ ინსტრუმენტს მისცემს. ეს ამ დაავადების სამართავად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია”, – აღნიშნეს მკვლევრებმა.

გაზიარება17

დაკავშირებული -პოსტები

კაცმა, მიკროავტობუსით მგზავრობისას, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1980 წელს დაბადებული ს.ს....

დაწვრილებითDetails

თურქეთში ბიზნესის სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები დააკავეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
მთავარი

თურქეთის პოლიციამ, ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, 14 პირი დააკავა, მათ შორის ბიზნესის, სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან ბიზნესმენები, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ყოფილი პრეზიდენტი ფიკრეტ ორმანი,...

დაწვრილებითDetails

25 მარტს 14:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიასთან პრესკონფერენციას გამართავენ

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
25 მარტს 14:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიასთან პრესკონფერენციას გამართავენ
მთავარი

25 მარტს 14:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიასთან პრესკონფერენციას გამართავენ: "დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს.  საქართველოში დიუშენით დაავადებული 100 მდე...

დაწვრილებითDetails

2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
ვის რამდენით დაუფინანსდება სწავლის საფასური
მთავარი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინიტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

დღეს კათოლიკე ქრისტიანები  ხარებას აღნიშნავენ

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
დღეს კათოლიკე ქრისტიანები  ხარებას აღნიშნავენ
მთავარი

დღეს კათოლიკე ქრისტიანები  ხარებას აღნიშნავენ. ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გაბრიელ მთავარანგელოზმა ღვთის ძისა და მესიის, იესო ქრისტეს დაბადება ახარა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს კათოლიკე ქრისტიანებს ხარების დღესასწაულს, სიხარულსა...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს
მთავარი

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს ყველა მოქალაქეს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს. სააგენტოს განცხადებით, ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. „1801 წელს რუსეთის...

დაწვრილებითDetails

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ,დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქეები: 1988 წელს დაბადებული ი.შ. და 2008 წელს დაბადებული ო.ლ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი...

დაწვრილებითDetails

25 მარტის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

25 მარტს, საქართველოს უმეტეს ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ზოგან მოღრუბლულ ამინდს პროგნოზირებენ, მაღალ მთაში კი მოთოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში +13 გრადუსია ნავარაუდევი.   ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:   გაგრა...

დაწვრილებითDetails

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი კამათისა და დაპირისპირების ალბათობა ძალზე დიდია, თქვენი დღევანდელი განწყობა კი სწორედ რომ შესაფერისია ამ ვითარებისთვის, ნებისმიერ მწვავე დაპირისპირებაში, მოიპოვებთ უპირატესობას. კურო დღეს, შესაძლოა, საკუთარი ფიქრების ლაბირინთში ისე დაიბნეთ, რომ...

დაწვრილებითDetails

“ელენე ხოშტარიას მიმართ განაჩენი კიდევ ერთი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიაზე”- სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
პრეზიდენტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ სასამართლო განაჩენს საქართველოში დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე „შემზარავ თავდასხმას” უწოდებს. როგორც ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, ასე ესმის „რეჟიმს გამოხატვის თავისუფლება“. “პოლიტიკური რეპრესია საქართველოში: ელენე ხოშტარიას, პოლიტიკური...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"