LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს

26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და ერთ ქართულ ლაშქრად შევიკრათ. არა ხმლით, არამედ ხმით. იმ ხმით, რომელიც ჩვენი რწმენის, თვითმყოფადობის, იდენტობის ყველა მტრისთვის ავი მუსაიფი იქნება – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2024/09/28-ში
A A
17
ნახვა
გაზიარება

ჩვენ დღეს შევიკრიბეთ კახეთის მადლიან მხარეში, სადაც ჩატეულია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია ბრძოლის და შრომის. სადაც მეომრის და გლეხის მარჯვენა ერთნაირად ფასობს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, თელავში სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო კიდევ ერთხელ დგას ისტორიულ გზაგასაყარზე. მისი თქმით, დღეს ყველაფერი უკვე ნათელია და საქმე მხოლოდ არჩევანზეა.

,,მოგესალმები ჩემო კახეთო; შიდა, გარე, გაღმა კახელებო; ჩემო ქიზიყელებო; თუშებო; ჩვენო ქისტებო, აზერბაიჯანელებო. გილოცავთ ალავერდობას. დღეს, რომელიც ყველა ერის და სარწმუნოების ადამიანს ერთი ტაძრის ეზოში აერთიანებს. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ კახეთის მადლიან მხარეში, სადაც ჩატეულია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია ბრძოლის და შრომის. სადაც მეომრის და გლეხის მარჯვენა ერთნაირად ფასობს.
მხარეში, რომლის მისადგომები ჩვენი წინაპრების სისხლითა და ოფლით არის შემომტკიცებული ხორნაბუჯიდან კვეტერამდე, უჯარმიდან გრემამდე, ბახტრიონიდან ომალომდე. მხარეში, რომელიც მტერმა ერეკლე მეფის იარებივით უთვალავჯერ დასერა, მაგრამ ვერ სძლია, და დღესაც დგას ამაყად და ღირსეულად. დგას როგორც ალავერდი, ბოდბე, ნეკრესი, იყალთო და დავით გარეჯი.

დღეს საქართველო კიდევ ერთხელ დგას ისტორიულ გზაგასაყარზე. დღეს ყველაფერი უკვე ნათელია და საქმე მხოლოდ არჩევანზეა: ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობას და ჩვენი იდენტობით, ტრადიციებით და ინტერესებით გავხდებით ევროპელ ხალხთა ერთობის ნაწილი თუ ამ ყველაფერს ევროპის კართან დავტოვებთ და ისე შევერევით ამ ერთობას? ჩვენით მივიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ სხვების ნება-სურვილზე ვიქნებით დამოკიდებული? გახსოვთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ როგორ მოითხოვდნენ ჩვენგან, შინაურები თუ გარეულები, რომ გაგვეგზავნა მოხალისეები, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა ცა, წავსულიყავით ესკალაციაზე და ამით წლობით ნაშენები მშვიდობა და კეთილდღეობა წყალს გაგვეტანებინა, ომის შავ-თეთრი რეალობა დაგვებრუნებინა, ძლივს წელში გამართული გლეხი ისევ წელში გაგვეტეხა. და ამას ისინი „ისტორიის სწორ მხარეს“ დადგომას ეძახდნენ. შესაძლოა ჩვენ ისტორიის სხვადასხვა წიგნებს ვკითხულობთ, მაგრამ მე არ ვიცი, რომელი ისტორიაა ისეთი, რომელიც მთელი ერის ომისთვის გაწირვას სწორ მხარეს დგომად შეაფასებდა. მაშინ, ჩვენს მტერ-მოყვარეთა რჩევებს არ დავუჯერეთ და დავდექით ისტორიის, ოღონდ საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს, რადგან გისმენდით და გიჯერებდით თქვენ, ქართველ ხალხს,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ ჩვენი და სხვა არავის პასუხისმგებლობა და უფლებაა ჩვენს ცხოვრებაზე გადაწყვეტილებების მიღება.

,,წარმოიდგინეთ, იმ დროს ხელისუფლებაში დღევანდელი ოპოზიცია რომ ყოფილიყო. ხომ თვალსაც არ დაახამხამებდნენ, ისე აჰყვებოდნენ სანქციებს, ემბარგოებს, ესკალაციის ყიჟინას; და როგორც 2008 წლის აგვისტოს ერთ ჩვეულებრივ მზიან დღეს, ისე ერთ წამში დაბრუნდებოდა ომის შავ-თეთრი რეალობა. და რას ვეტყოდით ჩვენს შვილებს, რატომ დავუნგრიეთ მომავალი? რას ვეტყოდით ხალხს, ვისი ცხოვრებაც წამში პირს იცვლიდა? ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას? იქნებ დღევანდელი ოპოზიცია, ომის დროს ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მოსახლეობა ბრძოლის ველზე რომ მიატოვა და ქვეყნიდან გაქცევაში ვერავინ აჯობა? თუ მათი გარე მეგობრები? ჩვენმა და სხვების ომებმაც გვასწავლა, რომ ჩვენს საომარს სხვა არავინ იომებს; და რომ ჩვენს მისახედს სხვა არავინ მიხედავს. ამიტომ, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ ჩვენი და სხვა არავის პასუხისმგებლობა და უფლებაა ჩვენს ცხოვრებაზე გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ უნდა ვთქვათ 26 ოქტომბერს: გვინდა ხელისუფლება, რომელიც უსმენს და უჯერებს ხალხს, თუ ხელისუფლება – რომელიც უსმენს და უჯერებს სხვას?

საქართველო ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უპირველესი აკვანია. ჩვენ ვართ თანაშემოქმედები იმისა, რომ მიწათმოქმედება, მევენახეობა, ქრისტიანული რწმენა ევროპულ იდენტობაში ჩაიქსოვა. ამ დღეებში ჩვენ აღვნიშნეთ 400 წელი წმ. ქეთევან დედოფლის მარტვილობიდან, რომლის წმინდა ნაწილებიც ალავერდის მონასტერშია დაკრძალული. მისმა რწმენის სიმტკიცემ და პირველ ქრისტიანთა მსგავსმა მოწამებრივმა აღსასრულმა მაშინდელი ევროპა იმდენად შეძრა, რომ, მართლმადიდებლობისთვის წამებული, კათოლიკური ეკლესიისთვისაც ქრისტიანობის მაგალითი გახდა. ასეთი ისტორიები არის მოწმე იმისა, რომ ჩვენ კი არ შევდიოდით ან გვიღებდნენ ევროპაში, არამედ, სხვებთან ერთად, თავად ვქმნიდით და ვიცავდით ევროპას. დღესაც, ჩვენი ევროკავშირთან დაახლოება უნდა იყოს არა მითითებების უსიტყვოდ შესრულება, რომელსაც სამყაროში ვერგარკვეულ ქვეყანას წაუყენებ, არამედ ეს უნდა იყოს ორმხრივი გზა. გზა ურთიერთშესწავლის, ურთიერთპატივისცემის, ურთიერთმიღების და არა შერწყმის და ჩაკარგვის. ქართველების ევროპული იდენტობა მისი უნიკალური კულტურის, მრავალი საუკუნის მანძილზე შესისხლხორცებული რწმენისა და სათუთად შემონახული ტრადიციებისგან შედგება. თუ მას ერთ მათგანს მაინც გამოაცლი, ისე დაკარგავს თავის არსსა და სიდიადეს, როგორც ერთხმაგამოკლებული კახური მრავალჟამიერი. ოპოზიცია სწორედ ამ გზას ადგას – ქვეყანას აცლის ეროვნულობას, ერს აცლის რწმენას და პიროვნებას აცლის იდენტობას. აღარ უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს ქართველობა, რას ნიშნავს მართლმადიდებლობა, რას ნიშნავს კაცობა და ქალობა. ამიტომ შეგვიგინეს ერეკლე მეფე, ამიტომ წაგვიბილწეს ღვინო, ამიტომ შეურაცხყვეს ჩვენი ეკლესია. ეს არის მათი ევროპული გზა. უნდათ უღმერთო, უისტორიო, უპიროვნებო ადამიანთა ჯგუფად გვაქციონ, რომ მერე თავად გვითხრან სად ვილოცოთ და რა დავიფიცოთ. ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას და ამას გვპირდებიან ძალაუფლების დაბრუნების შემთხვევაშიც. 26 ოქტომბერს, კახელებმა და საქართველოს ყველა კუთხის შვილებმა ჩვენი სათქმელი ხმამაღლა უნდა ვთქვათ და შინ და გარეთ ყველას უნდა გავაგონოთ, რომ 8000 წელი ღვინო იმისთვის არ გვიწურია, რომ უსამშობლოებმა შეგვიბილწონ; რომ 3000 წელი სახელმწიფო იმისთვის არ გვიშენებია, რომ გარედან გვმართონ; რომ 1700 წელი პირჯვარი იმიტომ არ გვიწერია, რომ ახლა სხვა სალოცავისკენ მიგვატრიალონ. ამიტომ, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და კიდევ ერთხელ, ერთ ქართულ ლაშქრად უნდა შევიკრათ. არა ხმლით, არამედ ხმით. იმ ხმით, რომელიც ჩვენი რწმენის, ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი იდენტობის ყველა მტრისთვის ავი მუსაიფი იქნება.

გაუმარჯოს ერთიან და ძლიერ საქართველოს!

ალავერდის და წმ. ქეთევან დედოფლის მადლი შეეწიოს კახეთს და მთლიანად საქართველოს!“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“...

დაწვრილებითDetails

„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს
მთავარი

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით ნარიმანიძის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო, დღე, რომელიც მისთვის ძალიან  მნიშვნელოვანი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

 ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა- ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს .  სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ქუთაისში ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის (მისამართი: ქუთაისი, ჭავჭავაძის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6039 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

12 000-ს აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს: „ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალ - 6 ოქტომბრის 11:00 სთ-დან 7 ოქტომბრის 11:00 სთ-მდე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება ისანი-სამგორის რაიონში 12 000-ს აბონენტს გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ოთხშაბათს...

დაწვრილებითDetails

ამინდი იცვლება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი პერიოდულად შეიცვლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 5–7 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან კი შესაძლებელია ელჭექიც. 6 ოქტომბერს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

რატომ ჩაიყვანეს 3 პირი დეესკალაციის საკანში – პენიტენციური უხმო კადრებს ავრცველებს

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
რატომ ჩაიყვანეს 3 პირი დეესკალაციის საკანში – პენიტენციური უხმო კადრებს ავრცველებს
მთავარი

მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერს. უწყება ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმენი ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
გარდაიცვალა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმენი ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე
მთავარი

60 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე. ინ­ფორ­მა­ცი­ას ტან­ვარ­ჯი­შის გან­ვი­თა­რე­ბის სპორ­ტუ­ლი ცენ­ტრი აქ­ვეყ­ნებს. "1988 წელს სე­უ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძემ ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მო­ი­პო­ვა სპორ­ტულ ტან­ვარ­ჯიშ­ში (გუნ­დუ­რი).1984 წელს ახალ­გაზ­რდებს...

დაწვრილებითDetails

მოქალაქე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა – დაკავებულია 1 პირი

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულისამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – კავკასიის უნივერსიტეტი

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – კავკასიის უნივერსიტეტი
მთავარი

გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ნათქვამია კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"