LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს

26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და ერთ ქართულ ლაშქრად შევიკრათ. არა ხმლით, არამედ ხმით. იმ ხმით, რომელიც ჩვენი რწმენის, თვითმყოფადობის, იდენტობის ყველა მტრისთვის ავი მუსაიფი იქნება – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2024/09/28-ში
A A
17
ნახვა
გაზიარება

ჩვენ დღეს შევიკრიბეთ კახეთის მადლიან მხარეში, სადაც ჩატეულია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია ბრძოლის და შრომის. სადაც მეომრის და გლეხის მარჯვენა ერთნაირად ფასობს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, თელავში სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო კიდევ ერთხელ დგას ისტორიულ გზაგასაყარზე. მისი თქმით, დღეს ყველაფერი უკვე ნათელია და საქმე მხოლოდ არჩევანზეა.

,,მოგესალმები ჩემო კახეთო; შიდა, გარე, გაღმა კახელებო; ჩემო ქიზიყელებო; თუშებო; ჩვენო ქისტებო, აზერბაიჯანელებო. გილოცავთ ალავერდობას. დღეს, რომელიც ყველა ერის და სარწმუნოების ადამიანს ერთი ტაძრის ეზოში აერთიანებს. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ კახეთის მადლიან მხარეში, სადაც ჩატეულია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია ბრძოლის და შრომის. სადაც მეომრის და გლეხის მარჯვენა ერთნაირად ფასობს.
მხარეში, რომლის მისადგომები ჩვენი წინაპრების სისხლითა და ოფლით არის შემომტკიცებული ხორნაბუჯიდან კვეტერამდე, უჯარმიდან გრემამდე, ბახტრიონიდან ომალომდე. მხარეში, რომელიც მტერმა ერეკლე მეფის იარებივით უთვალავჯერ დასერა, მაგრამ ვერ სძლია, და დღესაც დგას ამაყად და ღირსეულად. დგას როგორც ალავერდი, ბოდბე, ნეკრესი, იყალთო და დავით გარეჯი.

დღეს საქართველო კიდევ ერთხელ დგას ისტორიულ გზაგასაყარზე. დღეს ყველაფერი უკვე ნათელია და საქმე მხოლოდ არჩევანზეა: ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობას და ჩვენი იდენტობით, ტრადიციებით და ინტერესებით გავხდებით ევროპელ ხალხთა ერთობის ნაწილი თუ ამ ყველაფერს ევროპის კართან დავტოვებთ და ისე შევერევით ამ ერთობას? ჩვენით მივიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ სხვების ნება-სურვილზე ვიქნებით დამოკიდებული? გახსოვთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ როგორ მოითხოვდნენ ჩვენგან, შინაურები თუ გარეულები, რომ გაგვეგზავნა მოხალისეები, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა ცა, წავსულიყავით ესკალაციაზე და ამით წლობით ნაშენები მშვიდობა და კეთილდღეობა წყალს გაგვეტანებინა, ომის შავ-თეთრი რეალობა დაგვებრუნებინა, ძლივს წელში გამართული გლეხი ისევ წელში გაგვეტეხა. და ამას ისინი „ისტორიის სწორ მხარეს“ დადგომას ეძახდნენ. შესაძლოა ჩვენ ისტორიის სხვადასხვა წიგნებს ვკითხულობთ, მაგრამ მე არ ვიცი, რომელი ისტორიაა ისეთი, რომელიც მთელი ერის ომისთვის გაწირვას სწორ მხარეს დგომად შეაფასებდა. მაშინ, ჩვენს მტერ-მოყვარეთა რჩევებს არ დავუჯერეთ და დავდექით ისტორიის, ოღონდ საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს, რადგან გისმენდით და გიჯერებდით თქვენ, ქართველ ხალხს,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ ჩვენი და სხვა არავის პასუხისმგებლობა და უფლებაა ჩვენს ცხოვრებაზე გადაწყვეტილებების მიღება.

,,წარმოიდგინეთ, იმ დროს ხელისუფლებაში დღევანდელი ოპოზიცია რომ ყოფილიყო. ხომ თვალსაც არ დაახამხამებდნენ, ისე აჰყვებოდნენ სანქციებს, ემბარგოებს, ესკალაციის ყიჟინას; და როგორც 2008 წლის აგვისტოს ერთ ჩვეულებრივ მზიან დღეს, ისე ერთ წამში დაბრუნდებოდა ომის შავ-თეთრი რეალობა. და რას ვეტყოდით ჩვენს შვილებს, რატომ დავუნგრიეთ მომავალი? რას ვეტყოდით ხალხს, ვისი ცხოვრებაც წამში პირს იცვლიდა? ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას? იქნებ დღევანდელი ოპოზიცია, ომის დროს ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მოსახლეობა ბრძოლის ველზე რომ მიატოვა და ქვეყნიდან გაქცევაში ვერავინ აჯობა? თუ მათი გარე მეგობრები? ჩვენმა და სხვების ომებმაც გვასწავლა, რომ ჩვენს საომარს სხვა არავინ იომებს; და რომ ჩვენს მისახედს სხვა არავინ მიხედავს. ამიტომ, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ ჩვენი და სხვა არავის პასუხისმგებლობა და უფლებაა ჩვენს ცხოვრებაზე გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ უნდა ვთქვათ 26 ოქტომბერს: გვინდა ხელისუფლება, რომელიც უსმენს და უჯერებს ხალხს, თუ ხელისუფლება – რომელიც უსმენს და უჯერებს სხვას?

საქართველო ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უპირველესი აკვანია. ჩვენ ვართ თანაშემოქმედები იმისა, რომ მიწათმოქმედება, მევენახეობა, ქრისტიანული რწმენა ევროპულ იდენტობაში ჩაიქსოვა. ამ დღეებში ჩვენ აღვნიშნეთ 400 წელი წმ. ქეთევან დედოფლის მარტვილობიდან, რომლის წმინდა ნაწილებიც ალავერდის მონასტერშია დაკრძალული. მისმა რწმენის სიმტკიცემ და პირველ ქრისტიანთა მსგავსმა მოწამებრივმა აღსასრულმა მაშინდელი ევროპა იმდენად შეძრა, რომ, მართლმადიდებლობისთვის წამებული, კათოლიკური ეკლესიისთვისაც ქრისტიანობის მაგალითი გახდა. ასეთი ისტორიები არის მოწმე იმისა, რომ ჩვენ კი არ შევდიოდით ან გვიღებდნენ ევროპაში, არამედ, სხვებთან ერთად, თავად ვქმნიდით და ვიცავდით ევროპას. დღესაც, ჩვენი ევროკავშირთან დაახლოება უნდა იყოს არა მითითებების უსიტყვოდ შესრულება, რომელსაც სამყაროში ვერგარკვეულ ქვეყანას წაუყენებ, არამედ ეს უნდა იყოს ორმხრივი გზა. გზა ურთიერთშესწავლის, ურთიერთპატივისცემის, ურთიერთმიღების და არა შერწყმის და ჩაკარგვის. ქართველების ევროპული იდენტობა მისი უნიკალური კულტურის, მრავალი საუკუნის მანძილზე შესისხლხორცებული რწმენისა და სათუთად შემონახული ტრადიციებისგან შედგება. თუ მას ერთ მათგანს მაინც გამოაცლი, ისე დაკარგავს თავის არსსა და სიდიადეს, როგორც ერთხმაგამოკლებული კახური მრავალჟამიერი. ოპოზიცია სწორედ ამ გზას ადგას – ქვეყანას აცლის ეროვნულობას, ერს აცლის რწმენას და პიროვნებას აცლის იდენტობას. აღარ უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს ქართველობა, რას ნიშნავს მართლმადიდებლობა, რას ნიშნავს კაცობა და ქალობა. ამიტომ შეგვიგინეს ერეკლე მეფე, ამიტომ წაგვიბილწეს ღვინო, ამიტომ შეურაცხყვეს ჩვენი ეკლესია. ეს არის მათი ევროპული გზა. უნდათ უღმერთო, უისტორიო, უპიროვნებო ადამიანთა ჯგუფად გვაქციონ, რომ მერე თავად გვითხრან სად ვილოცოთ და რა დავიფიცოთ. ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას და ამას გვპირდებიან ძალაუფლების დაბრუნების შემთხვევაშიც. 26 ოქტომბერს, კახელებმა და საქართველოს ყველა კუთხის შვილებმა ჩვენი სათქმელი ხმამაღლა უნდა ვთქვათ და შინ და გარეთ ყველას უნდა გავაგონოთ, რომ 8000 წელი ღვინო იმისთვის არ გვიწურია, რომ უსამშობლოებმა შეგვიბილწონ; რომ 3000 წელი სახელმწიფო იმისთვის არ გვიშენებია, რომ გარედან გვმართონ; რომ 1700 წელი პირჯვარი იმიტომ არ გვიწერია, რომ ახლა სხვა სალოცავისკენ მიგვატრიალონ. ამიტომ, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და კიდევ ერთხელ, ერთ ქართულ ლაშქრად უნდა შევიკრათ. არა ხმლით, არამედ ხმით. იმ ხმით, რომელიც ჩვენი რწმენის, ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი იდენტობის ყველა მტრისთვის ავი მუსაიფი იქნება.

გაუმარჯოს ერთიან და ძლიერ საქართველოს!

ალავერდის და წმ. ქეთევან დედოფლის მადლი შეეწიოს კახეთს და მთლიანად საქართველოს!“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთში ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშორში მყოფი 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
მთვრალმა პოლიციელმა 13 პატიმარი გაათავისუფლა, რათა ახალი წელი აღენიშნათ (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის,...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.   მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია პირი, ვინც მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

დაკავებულია პირი, ვინც ბათუმში მეტეოროლოგ და და "აჭარის ტელევიზიის" თანამშრომელ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა - ხელბორკილები დაადეს კიდევ ერთ პირს.   ბათუმში მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს.  ...

დაწვრილებითDetails

რა ხდებოდა წუხელ მლეთაში, სადაც 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ძებნა დაიწყეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე - გუშინ გვიან ღამით შსს-მ მლეთაში, იმ ტე­რი­ტო­რი­ის ხე­ლა­ხა­ლი შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო, სა­ი­და­ნაც 2014 წელს და­კარ­გუ­ლი ბიჭის კვა­ლი გაქ­რა. საგამოძიებო მოქმედებების ადგილას იმყოფებოდა გურამ დადიანიძის დედა სოფო...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელი საქმე ან ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაუგეგმავი ხარჯი...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერ კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

დღეს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა.

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
დღეს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა.
მთავარი

11 აგვისტო წმიდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა. გილოცავთ! წმიდაო ნიკოლოზ - ევედრე უფალს ჩვენთვის და სრულიად საქართველოსთვის. ამინ.

დაწვრილებითDetails

ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა – რა მოხდა ერთ-ერთ მდინარეზე

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა – რა მოხდა ერთ-ერთ მდინარეზე
მთავარი

,,ეს პოსტი იმიტომ გადავწყვიტე დამეწერა, რომ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა, იმდენი ადამიანი მირეკავს და მწერს, ფიზიკურად აღარ მაქვს იმის ძალა, ყველას სათითაოდ მოვუყვე, რა მოხდა. ამიტომ მინდა, ერთხელ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"