საქართველოში ათასობით რუსულ კომპანიას იურიდიული მისამართი ფიქტიურად აქვს მითითებული, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში.
კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ერთი და იმავე მისამართზე ერთდროულად ასობით შპს და ინდივიდუალური მეწარმეა რეგისტრირებული. მაგალითისთვის, თბილისში, ფონიჭალის დასახლება N3-ში მდებარე მე-5 კორპუსში 1467 რუსული კომპანია რეგისტრირდება.
იმ მისამართების ჩამონათვალი, სადაც ყველაზე მეტი რუსული კომპანიაა რეგისტრირებული ასე გამოყურება:
- თბილისი, სამგორი, პოლიციის I ჩიხი, N5, N4ა – რეგისტრირებულია 1381 კომპანია;
- ბორჯომი, მესხეთის ქუჩა 31გ, საოფისე ფართი N3 – 850 კომპანია;
- თბილისი, ჩუღურეთი, ივ. ჯავახიშვილის 91 – 776 კომპანია;
- ახალციხის რაიონი, აბი – 744 კომპანია;
- ამბროლაური, სოფელი ხვანჭკარა – 451 კომპანია.
„ამასთან, ათასობით რუსული შპს-სა და ინდ.მეწარმის როგორც იურიდიული, ასევე ფაქტობრივი მისამართის მიკვლევადობა შეუძლებელია, რადგან რეგისტრაციისას ისინი ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართებს იყენებენ, რომლებზეც შენობა-ნაგებობა ან საერთოდ არ არის განთავსებული, ან ტერიტორია მხოლოდ რამდენიმე კვ.მ-ია”, – აღნიშნულია კვლევაში.
bpn.ge










