კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის მოსახლეობას შეხვდნენ და წინასაარჩევნო გეგმები გააცნეს. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ქუთაისის მაგალითზე კარგად ჩანს “ქართული ოცნების” 12-წლიანი მართვის შედეგები – ის, რომ ქალაქი დაცლილია და სრულიად უფუნქციოდაა დარჩენილი. კოალიციის ლიდერმა იმ მნიშვნელოვანი ფუნქციების შესახებაც ისაუბრა, რასაც ქუთაისი მათი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიბრუნებს.









