LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

“პარტიულ და პერსონალურ საკითხებზე მაღლა უნდა დავაყენოთ შესაძლო გაერთიანების საკითხი, რადგან ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა – დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ”-ბერდია სიჭინავა

დაპოსტა 2024/09/18-ში
A A
5
ნახვა
გაზიარება

ჩვენ პარტიულ და პერსონალურ საკითხებზე ბევრად უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ [შესაძლო გაერთიანების] საკითხი იმიტომ, რომ ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, როდესაც ისაუბრა კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შესაძლო გაერთიანებაზე.

მისი თქმით, ამ პროცესს და ამ პროცესში რაღაცა ტიპის ცენტრის ფორმირებას მხოლოდ და მხოლოდ, მიესალმებიან.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო სახელმწიფო ინტერესები და პარტიული და პერსონალური ინტერესები ყოველთვის მეორე პლანზე იდგა. ასე ვმოქმედებდით ხელისუფლებაში და ასე ვმოქმედებთ ოპოზიციაშიც. ეს უნდა იყოს წამყვანი როლი, გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი ნებისმიერი პოლიტიკური გუნდისთვის. ამიტომ, ჩვენ პარტიულ და პერსონალურ საკითხებზე ბევრად უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ ეს საკითხი იმიტომ, რომ ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ, „ოცნებას“ ხელისუფლებიდან გავიშვებთ ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშით ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში“, – განაცხადა სიჭინავამ.

ბერდია სიჭინავა ფიქრობს,რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ გაერთიანება ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოზიდვას შეძლებს.

გარდა ამისა, სიჭინავამ ისაუბრა, აშშ-ს- მიერ ქართველი ოფიციალური პირების დასანქცირებაზე და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აშშ-ს ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე.

„ამ ადამიანის პრემიერ-მინისტრობა არის ანეკდოტი, მაგრამ ანეკდოტთან ერთად არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იმიტომ, რომ ამ ადამიანს, საერთოდ ვერ წარმოუდგენია და ვერ გაუაზრებია ის როლი, რა გამაერთიანებელი როლიც შეიძლება ეკისროს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფოს წინაშე. ირაკლი კობახიძე ისევ დარჩა „ოცნების“ საშუალო სტატისტიკურ სპიკერად, რომელიც პარტიულ მესიჯებს აჟღერებს მთავრობის სხდომიდან. მას ეს როლი გააზრებული არ აქვს. დეოკუპაციის საკითხზე ვერ საუბრობს პროფესიონალურად, ეკონომიკაზე ხომ საერთოდ ანეკდოტებად დადის მინისტრის მოადგილეების დონეზე, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს და ისეთ საკითხებზე შედის მსჯელობაში. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის დატოვება ქვეყნისთვის შეიძლება რაღაც პოზიტიური შედეგის მომტანი იყოს“, – განაცხადა სიჭინავამ.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გადასარჩევად არჩევნებზე ყველა მოქალაქე უნდა მივიდეს, რადგან პერსონალურად კობახიძის და მისი გუნდის წევრების დამსახურებაა ის, რომ მდგომარეობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადახედვის ეტაპზე მივიდა.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა

by მეგა TV
ნოემბერი 8, 2026
0
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი 53 წლის გახდებოდა
მთავარი

ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. ცნობილი ჟურნალისტი ხანგრძლივი ავადმყოფობისა და თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია
მთავარი

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი...

დაწვრილებითDetails

„საქონლის ხორცი დეკემბერში გაძვირდება “- „აგროქიზიყი“

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

საქართველოში საქონლის ხორცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს. „ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა,...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას” – დავით მათიკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი
მთავარი

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური...

დაწვრილებითDetails

“გვაქვს მოლოდინები, რომ ეს პარაზიტები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალებიან” – ირაკლი ჭეიშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელზე

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს. მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის,"...

დაწვრილებითDetails

ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი
მთავარი

2027 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თხის, უფრო ზუსტად კი ცეცხლოვანი თხის წელია. ჩინური ტრადიციის თანახმად, ეს სიმბოლო სიკეთესთან, სიმშვიდესთან, შემოქმედებითობასა და შინაგან ძალასთან ასოცირდება. მომდევნო თხის წელი კი 2027 წლის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 7 ნოემბერი (25 ოქტომბერი ) ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია...

დაწვრილებითDetails

„ეს ნივთები იწვევს სიმძიმეს და დეპრესიას…“ – გოგა მანიას გაფრთხილება

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ჩვენი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიქმნის სახლში უსიამოვნო გარემოს და გვართმევს დადებით განწყობას. გოგა მანია ასახელებს ნივთებს, რომელთა სახლში შენახვასაც არ არის კარგი. 10 ნივთი, რომელთა მოშორებაც სასურველია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"