ხარკოვის დაბომბვას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 14 წლის გოგონა. ერთ-ერთი დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
47 დაზარალებულიდან, 20 მძიმე მდგომარეობაშია, მათ შორის, რამდენიმეს კიდურების ამპუტაცია დასჭირდა. ინფორმაციას საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
იმ შენობის ზედა სართულებზე, რომელსაც ჭურვი მოხვდა, შესაძლოა ხალხი იყოს, – მინიმუმ, ერთი ქალი.
საერთო ჯამში, მტერმა ბელგოროდის ოლქიდან ხუთი საჰაერო შეტევა განახორციელა. საბრძოლო მასალა – UMPB D-30. დაიბომბა ხარკოვის 5 ლოკაცია.
„რუსეთის დარტყმა ხარკოვზე მხოლოდ ადამიანებზეა, ჩვეულებრივ სახლებზე.“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
“დარტყმა, რომელიც არ მოხდებოდა, თუ ჩვენს თავდაცვის ძალებს ექნებათ შესაძლებლობა, გაანადგურონ რუსული სამხედრო თვითმფრინავები, სადაც ისინი დგანან. ჩვენ გვჭირდება პარტნიორების მტკიცე გადაწყვეტილებები ამ ტერორის შესაჩერებლად.” – თქვა მან.