LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“3 წლის ბავშვი ჭაში ჩავარდა, მამა იმწამსვე გადაეშვა, მაგრამ შვილი ვერ იპოვა…” – რა მოხდა საჩხერეში დღეს და ვინ არის კაცი, რომელმაც მეგობრის შვილი გადაარჩინა?

“3 წლის ბავშვი ჭაში ჩავარდა, მამა იმწამსვე გადაეშვა, მაგრამ შვილი ვერ იპოვა…” – რა მოხდა საჩხერეში დღეს და ვინ არის კაცი, რომელმაც მეგობრის შვილი გადაარჩინა?

დაპოსტა 2024/08/22-ში
A A
27.1k
ნახვა
გაზიარება

საჩხერეში, სოფელ არგვეთში 3 წლის ბავშვი 18-მეტრიან ჭაში ჩავარდა. დემეტრე ჭიდან მეზობელმა, ნუგზარ კიპაროიძემ ამოიყვანა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ბავშვი თბილისში არის გადმოყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია, გონზე მოვიდა, თუმცა ხელოვნურად აძინებენ.

“კვირის პალიტრა” ოჯახის ახლობელს ესაუბრა, რომელმაც მომხდარის დეტალები აღწერა:

“დემეტრე, რომელიც მეზობლის ეზოში იმყოფებოდა, სკამი დაინახა, აიღო და ჭას მიადგა, წყალი მწყურია, უნდა დავლიოო. ჭას თავსახური ახადა და ვედრო ჩაუშვა წყლის ამოსაღებად. სწორედ ამ ვედროს გადაჰყვა ჭაში. ამბავს დემეტრეს პატარა მეგობარი შეესწრო.

საბედნიეროდ, მეზობელმა ჭაში ჩავარდნილი ვედროს ხმა გაიგონა და გარეთ გამოვარდა. ამბობს, ჭაში ვედროს ჩაშვების ხმა რომ გავიგონე, ისეთ შემზარავად მომეჩვენა, მყისვე გამოვვარდი და ჭასთან მხოლოდ ჩემი შვილი დამხვდაო. რომ ვკითხე, ჭაში ვედრო ვინ ჩააგდო-მეთქი, ატირებულმა მითხრა, – დემეტრემ, მაგრამ თვითონაც ჭაშიაო. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ქალს რა მეხი დაეცემოდა, კივილი ატეხა, – მიშველეთ, ბავშვი ჩავარდა ჭაშიო.

იმწამსვე დემეტრეს მამა, გიორგი მოვარდა და ჭაში დაუფიქრებლად გადაეშვა. არადა, როგორც წესი, ასეთ ჭებში, ბაწრის გარეშე წარმოუდგენელია ჩასვლა. მაგრამ მამამ იქ შვილი ვერ იპოვა და აღარც ამოდიოდა, თავადაც სიკვდილი უნდოდა, ისევ ნუგზარმა ამოიყვანა ძალისძალად, შენ ამოდი, მე უნდა ჩავიდეო. რა თქმა უნდა, ისიც შიშველი ხელებით ჩავიდა და ვერ გეტყვით, რამდენი ხანი იყო ჭის ფსკერზე. ალბათ 3-მეტრიან წყალში თავჩაყოფილი. ეძებდა. ბოლოს ბავშვი წყალზე ამოატივტივა და თავადაც ამოჰყვა. მერე თქვა, უკვე ვიხრჩობოდი, როდესაც ფსკერზე ფეხი რაღაცას წამოვდე და მივხვდი, რომ დემეტრე იყო, ხელი რომ მოვკიდე, მაშინვე ამოატივტივა წყალმაო.

ასე ჩავარდნილა, ჭის კედლებს არ შეხებია და ნაკაწრიც არ ჰქონდა. სასწაული იყო ისიც, თავად ნუგზარიც ბავშვიც ხელში რომ ამოვიდა ჭიდან. ამსიმაღლე ჭაში, სადაც ადამიანის ჩასვლა ბაწრის გარეშე წარმოუდგენელია, ასეთი რამ არ ხდება.

შოკირებული კაცი ცალი ხელით ამოვიდა…

აბა, სხვა რა ვთქვა, ეს სასწაული ალბათ, ჩვენს დემეტრეს საბოლოოდ გამოგვიჯანმრთელებს. ბავშვს ფილტვების ანთება აქვს წყალში დიდხანს ყოფნისაგან და ხელოვნურ ძილშია, ძალა რომ დაიბრუნოს. ყველა მოუთმენლად ველით, როდის დაგვიბრუნდება.

ნუგზარი კი ჩვენი გმირია, ნამდვილი გმირები სწორედ ასე ჩნდებიან, დაუფიქრებლად საკუთარი თავის შეწირვით და ღმერთის ნებით. ღმერთმა გვიმრავლოს მისნაირები!”

გაზიარება10840

დაკავშირებული -პოსტები

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი სიურპრიზებით დახუნძლული დღეა. უჩვეულო შეხვედრებია მოსალოდნელი, შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელზეც წარსულში ბევრი გსმენიათ და ახლა მასთან საერთო საქმეშიც კი შეიძლება აღმოჩნდეთ. კურო საქმიან მოლაპარაკებებში, მარტივად მოახერხებთ სხვების დაინტერესებას, იმოქმედეთ...

დაწვრილებითDetails

ოქრო ძვირდება – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 783 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.85%-ით მატებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი შეიცვალა

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6963 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6965 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას აკეთებს მარტვილში გამოვლენილ ცოფთან დაკავშირებით

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას. სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 14 აპრილს, სოფელ ბანძადან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა,...

დაწვრილებითDetails

როდიდან გამოიდარებს საქართველოში – განახლებული პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით...

დაწვრილებითDetails

მარტვილში ,სოფელ ბანძაში კარანტინი გამოცხადდა – ონისე ჯანაშია

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
ხონში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა
მთავარი

მარტვილში, სოფელ ბანძაში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ სოციალუ ქსელში, სამოქალაქო აქტივისტი და გიდი, ონისე ჯანაშია წერს. მისი თქმით, ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული. „მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ ბანძაში ცოფი დაფიქსირდა. 8...

დაწვრილებითDetails

აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
ამერიკის საელჩო საქართველოში ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს დედაენის დღეს ულოცავს. აშშ-ის საელჩო პატივს მიაგებს იმ ქართველებს, ვინც 1978 წლის 14 აპრილს წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის მცდელობას, ქართული ენისთვის წაერთმია სახელმწიფო ენის სტატუსი...

დაწვრილებითDetails

ახალი ინფორმაცია 4 წლის ბიჭზე,რომელმაც ხურდა გადაყლაპა

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

დროებით ოკუპირებული გალიდან გადმოყვანილი 4 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, ბათუმში ექიმებმა მცირეწლოვანის ორგანიზმიდან გადაყლაპული ხურდა ფული წარმატებით ამოუღეს. შეგახსენებთ, შემთხვევა 11 აპრილს ოკუპირებულ გალში მოხდა. პაციენტი...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია
მთავარი

იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერატორის ბრძანებით, იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ. ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივი,...

დაწვრილებითDetails

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"