LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“3 წლის ბავშვი ჭაში ჩავარდა, მამა იმწამსვე გადაეშვა, მაგრამ შვილი ვერ იპოვა…” – რა მოხდა საჩხერეში დღეს და ვინ არის კაცი, რომელმაც მეგობრის შვილი გადაარჩინა?

“3 წლის ბავშვი ჭაში ჩავარდა, მამა იმწამსვე გადაეშვა, მაგრამ შვილი ვერ იპოვა…” – რა მოხდა საჩხერეში დღეს და ვინ არის კაცი, რომელმაც მეგობრის შვილი გადაარჩინა?

დაპოსტა 2024/08/22-ში
A A
27.1k
ნახვა
გაზიარება

საჩხერეში, სოფელ არგვეთში 3 წლის ბავშვი 18-მეტრიან ჭაში ჩავარდა. დემეტრე ჭიდან მეზობელმა, ნუგზარ კიპაროიძემ ამოიყვანა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ბავშვი თბილისში არის გადმოყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია, გონზე მოვიდა, თუმცა ხელოვნურად აძინებენ.

“კვირის პალიტრა” ოჯახის ახლობელს ესაუბრა, რომელმაც მომხდარის დეტალები აღწერა:

“დემეტრე, რომელიც მეზობლის ეზოში იმყოფებოდა, სკამი დაინახა, აიღო და ჭას მიადგა, წყალი მწყურია, უნდა დავლიოო. ჭას თავსახური ახადა და ვედრო ჩაუშვა წყლის ამოსაღებად. სწორედ ამ ვედროს გადაჰყვა ჭაში. ამბავს დემეტრეს პატარა მეგობარი შეესწრო.

საბედნიეროდ, მეზობელმა ჭაში ჩავარდნილი ვედროს ხმა გაიგონა და გარეთ გამოვარდა. ამბობს, ჭაში ვედროს ჩაშვების ხმა რომ გავიგონე, ისეთ შემზარავად მომეჩვენა, მყისვე გამოვვარდი და ჭასთან მხოლოდ ჩემი შვილი დამხვდაო. რომ ვკითხე, ჭაში ვედრო ვინ ჩააგდო-მეთქი, ატირებულმა მითხრა, – დემეტრემ, მაგრამ თვითონაც ჭაშიაო. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ქალს რა მეხი დაეცემოდა, კივილი ატეხა, – მიშველეთ, ბავშვი ჩავარდა ჭაშიო.

იმწამსვე დემეტრეს მამა, გიორგი მოვარდა და ჭაში დაუფიქრებლად გადაეშვა. არადა, როგორც წესი, ასეთ ჭებში, ბაწრის გარეშე წარმოუდგენელია ჩასვლა. მაგრამ მამამ იქ შვილი ვერ იპოვა და აღარც ამოდიოდა, თავადაც სიკვდილი უნდოდა, ისევ ნუგზარმა ამოიყვანა ძალისძალად, შენ ამოდი, მე უნდა ჩავიდეო. რა თქმა უნდა, ისიც შიშველი ხელებით ჩავიდა და ვერ გეტყვით, რამდენი ხანი იყო ჭის ფსკერზე. ალბათ 3-მეტრიან წყალში თავჩაყოფილი. ეძებდა. ბოლოს ბავშვი წყალზე ამოატივტივა და თავადაც ამოჰყვა. მერე თქვა, უკვე ვიხრჩობოდი, როდესაც ფსკერზე ფეხი რაღაცას წამოვდე და მივხვდი, რომ დემეტრე იყო, ხელი რომ მოვკიდე, მაშინვე ამოატივტივა წყალმაო.

ასე ჩავარდნილა, ჭის კედლებს არ შეხებია და ნაკაწრიც არ ჰქონდა. სასწაული იყო ისიც, თავად ნუგზარიც ბავშვიც ხელში რომ ამოვიდა ჭიდან. ამსიმაღლე ჭაში, სადაც ადამიანის ჩასვლა ბაწრის გარეშე წარმოუდგენელია, ასეთი რამ არ ხდება.

შოკირებული კაცი ცალი ხელით ამოვიდა…

აბა, სხვა რა ვთქვა, ეს სასწაული ალბათ, ჩვენს დემეტრეს საბოლოოდ გამოგვიჯანმრთელებს. ბავშვს ფილტვების ანთება აქვს წყალში დიდხანს ყოფნისაგან და ხელოვნურ ძილშია, ძალა რომ დაიბრუნოს. ყველა მოუთმენლად ველით, როდის დაგვიბრუნდება.

ნუგზარი კი ჩვენი გმირია, ნამდვილი გმირები სწორედ ასე ჩნდებიან, დაუფიქრებლად საკუთარი თავის შეწირვით და ღმერთის ნებით. ღმერთმა გვიმრავლოს მისნაირები!”

გაზიარება10840

დაკავშირებული -პოსტები

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს
მთავარი

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა
მთავარი

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა. „ბაგა ბაღ „სანშაინს“ უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენს ბაღს მისი პატარა ანგელოზი, სანი, მოაკლდა. დღეს გლოვობს არა მხოლოდ ჩვენი ბაღი და ჯგუფი „ცისარტყელა“....

დაწვრილებითDetails

ლოცა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

28 სექტემბერს ალავერდობაა. 13 ასურელი მამათაგანის იოსებ ალავერდელის ხსენების დღე. ტროპარი იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ...

დაწვრილებითDetails

 დღეს ალავერდობაა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ალავერდის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დღეს ალავერდობაა - მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ხსენებას აღნიშნავს. განსაკუთრებულია ზეიმია ალავერდის მონასტერში - მიტროპოლიტმა დავითმა, ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად ღამისთევის მსახურება აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდში მორწმუნეები...

დაწვრილებითDetails

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი ენერგიული დღეა. ახალი საქმის დაწყება და ინიციატივის გამოჩენა გამოგადგება. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინე. პირად ურთიერთობებში სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი. ტყუპები ბევრი კომუნიკაცია გექნება. კარგი დღეა მნიშვნელოვანი საუბრისა და ახალი...

დაწვრილებითDetails

დაიღუპა საქართველოს ორგზის ჩემპიონი დავით რობანიშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
დაიღუპა საქართველოს ორგზის ჩემპიონი დავით რობანიშვილი
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ორგზის ჩემპიონი და 2025 წლის წრიული რბოლის რეკორდსმენი დავით რობანიშვილი ემსხვერპლა - ავარია ავტობანზე გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, რობანიშვილი რუსთავში, ავტოდრომზე მიემართებოდა, როდესაც ავარიაში მოყვა. დავით რობანიშვილის გარდაცვალებას სოციალურ...

დაწვრილებითDetails

28 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 28 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილოეთიდან შედარებით ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება....

დაწვრილებითDetails

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი ენერგიული დღეა. საქმეში შეიძლება ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე დეტალები კარგად გადაამოწმე. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ურთიერთობას დააახლოვებს.   კურო დღეს სტაბილურობა და ფინანსური საკითხები იქნება მნიშვნელოვანი. შეიძლება საინტერესო...

დაწვრილებითDetails

27 სექტენბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +16°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის...

დაწვრილებითDetails

დღეს ჯვართამაღლებაა – რომელი ლოცვა უნდა წაიკითხო

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
ლოცვა,რომელიც ჯვართამაღლების დღესასწაულზე იკითხება
მთავარი

27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ 27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ.   ეს დღე მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"