“2024 წელს საქართველოდან 200-ზე მეტი სტუდენტი რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლის“ – წერს კრემლის პროპაგანდისტული მედია “ტასი” საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების განყოფილების განცხადებაზე დაყრდნობით. მათივე ინფორმაციით, სტუდენტები რუსეთში უფასოდ სწავლას სექტემბრიდან დაიწყებენ.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სტუდენტებმა უკვე მიიღეს რუსეთის საგარეო და შსს სამინისტროებიდან შესაბამისი დოკუმენტაცია.










