ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები გრძელდება – ხუთი პალესტინელი ემსხვერპლა ისრაელის მორიგ დარტყმას ღაზის სექტორში. არიან დაშავებულებიც. მსხვერპლი მოჰყვა საცხოვრებელი სახლების დაბომბვას ჯაბალიას დევნილთა ბანაკშიც.
დაძაბულობაა ლიბანშიც – ისრაელის სამხედრო ძალებმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას რამდენიმე ობიექტს დაარტყეს.










