LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დღეს უნდა გახსნილიყო კვლავ დაკეტილია

როდის გაიხსნება გელათი? – საპატრიარქო გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2024/08/16-ში
A A
58
ნახვა
გაზიარება

გელათის რეაბილიტაციასა და ტაძრის გახსნასთან დაკავშირებით, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს – გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რატომ გაჭიანურდა ტაძრის რეაბილიტაციის პროცესი.

როგორც ცნობილია, გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის (მთავარი ტაძრის) მულტიდისციპლინური კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოების განსახორციელებლად, მიმდინარე ეტაპზე, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ, გარე ხარაჩოების მოწყობისა და ტაძრის მკლავების დროებითი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

კომპლექსურობიდან გამომდინარე, სამუშაოების წარმოებისას, გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სრული დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, გერმანული კომპანია „ქუადრექსის“ სპეციალისტები უაღრესად ფრთხილად და ზედმიწევნით პროექტის შესაბამისად ახორციელებდნენ დროებითი გადახურვის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოებს.

ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობის სამუშაოების საწყის ეტაპზე, ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის პროექტიდან გამომდინარე და ადგილზე გამოკვეთილი გარემოებების გათვალისწინებით, სამუშაოების წარმოების გეგმაში საჭირო გახდა გარკვეული ცვლილებების შეტანა, რამაც გავლენა იქონია სამუშაოების შესრულების გრაფიკით განსაზღვრულ ვადებზე, მაგალითად, ერთიანი/დროებითი გადახურვის გარე პერიმეტრის მოსაწყობად, არ იყო დაგეგმილი ტაძრის არსებული დროებითი გადახურვების მოხსნა, ადგილზე, სამუშაოების დაწყებისას, გერმანელმა და ქართველმა სპეციალისტებმა, გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტთან შეთანხმებით, მიიღეს გადაუდებელი გადაწყვეტილება მხოლოდ საკურთხევლის აფსიდის დროებითი გადახურვის საფარის მოხსნასთან დაკავშირებით, რადგან ცხადი გახდა, რომ მხოლოდ ამ, საკურთხევლის აფსიდის გადახურვის მონაკვეთში, თუნუქის დროებითი გადახურვა 100%-ით ეყრდნობოდა მხოლოდ მეტალის ხარაჩოს და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ტაძრის სტრუქტურასთან. შესაბამისად, შეუძლებელი გახდა აფსიდის გარე ხარაჩოს მოხსნა ისე, რომ არსებული დროებითი გადახურვა შენარჩუნებულიყო, რომელიც ახალი ერთიანი/დროებითი გადახურვის კონსტრუქციის საძირკვლის ბეტონის ფილების ორი რიგის პერიმეტრში ექცეოდა. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, გერმანელი სპეციალისტების მიერ, საკურთხევლის თავზე დამატებით მოეწყო დროებითი საფარი, ვიდრე ძირითადი დროებითი გადახურვის კონსტრუქცია აიგებოდა (ფოტო N6, N7).

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დაგეგმილი სამუშაოების წარმოების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა და საჭირო გახდა სამუშაოების პერიოდის გახანგრძლივება.

ამასთან, კომპანია „ქუადრექსის“ ხელმძღვანელმა, სამუშაოების წარმოების ვადის გახანგრძლივების თხოვნით, ოფიციალური წერილით მიმართა გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს, რადგან აგვისტოს თვეში რეგიონში არსებული მძიმე (ცხელი და ტენიანი) კლიმატური პირობები ძალზედ რთული გადასატანი აღმოჩნდა გერმანელი სპეციალისტებისთვის. ამ ფაქტორმა ასევე დიდწილად შეაფერხა სამუშაოების წარმოების ტემპი.

გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა, იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე, და მიიჩნია რომ დაგეგმილი სამუშაოების ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ “ქუადრექსი” დაასრულებდა გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკურთხევლის გადახურვის კონსტრუქციის მოწყობას.

შესაბამისად, კომპანიის მიერ განხორციელდა ტაძრის აღმოსავლეთ მკლავის, კონქისა და აფსიდის პროექტით გათვალისწინებული დროებითი გადახურვის მოწყობა (ფოტო N8, N9, N10, N11, N12). კათედრალის დანარჩენ სტრუქტურაზე, ახალი, ერთიანი დროებითი გადახურვისა და ასევე, მთელი კონსტრუქციის ვერტიკალურად დამცავი მაღალტექნოლოგიური მატერიის მოწყობის სამუშაოები, გაგრძელდება 2024 წლის 1 სექტემბრიდან და დასრულდება არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბრამდე, რომელსაც გადაებმება კათედრალის ერთიანი/დროებითი გადახურვის მეორე ფაზის – გუმბათის გადახურვის სამუშაოები.

ასევე, გვსურს გაცნობოთ, რომ კომიტეტის მხრიდან მონასტრის გახსნაზე შეზღუდვა მოხსნილია და რჩება რა მონასტერი კვლავ დახურულ რეჟიმში, ეს ადგილობრივი ეპარქიის – მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანეს გადაწყვეტილებაა, მონასტრის შიდა ცხოვრებიდან გამომდინარე.

მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისთვის, რომელიც საზოგადოებიდან იგრძნობა და გელათის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულ შეზღუდვებს, – წერს საპატრიარქო.

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი ენერგიული დღეა. საქმეში შეიძლება ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე დეტალები კარგად გადაამოწმე. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ურთიერთობას დააახლოვებს.   კურო დღეს სტაბილურობა და ფინანსური საკითხები იქნება მნიშვნელოვანი. შეიძლება საინტერესო...

დაწვრილებითDetails

27 სექტენბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +16°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის...

დაწვრილებითDetails

დღეს ჯვართამაღლებაა – რომელი ლოცვა უნდა წაიკითხო

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
ლოცვა,რომელიც ჯვართამაღლების დღესასწაულზე იკითხება
მთავარი

27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ 27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ.   ეს დღე მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ...

დაწვრილებითDetails

სოხუმის ოკუპაციიდან 33 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა (+ფოტო)
მთავარი

სოხუმის ოკუპაციიდან 33 წელი გავიდა – სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. აფხაზეთში ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 27 სექტემბერს სოხუმის ოკუპაციით დასრულდა. საბრძოლო მოქმედებების მთელი...

დაწვრილებითDetails

დღეს სავსე მთვარეობაა – ვის რა ელის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
15 დეკემბერს, 2024 წლის ბოლო სავსე მთვარე – ასტროლოგის რჩევა
მთავარი

26 სექ­ტემ­ბე­რი ემო­ცი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა - სავ­სე მთვა­რე ვერ­ძის ნი­შან­შია. ეს პე­რი­ო­დი ხში­რად უკავ­შირ­დე­ბა რა­ღა­ცის დას­რუ­ლე­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მო­მენტს და იმ სა­კი­თხე­ბის ზე­და­პირ­ზე ამოს­ვლას, რომ­ლე­ბიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნა პლან­ზე...

დაწვრილებითDetails

გუდაურში, ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გუდაურში ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა
მთავარი

26 წუთიანი რეანიმაცია და დაბრუნებული გულისცემა - კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის მე-5 ფილიალში გამოძახება შევიდა ლოზუნგით „არტერიული ჰიპერტენზია“. 1709 ბრიგადა უკვე გამოძახების ადგილთან ძალიან ახლოს იყო,...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა
მთავარი

„საშინელი ტრაგედია ტრიალებს“ - ცნობილია სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა. ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძეა. - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. როგორც უკვე ვწერდით, გუშინ სამტრედიაში...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი
მთავარი

ათენის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქის ტურისტულ რაიონში აფეთქება პარასკევს მოხდა, რის შედეგადაც, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი...

დაწვრილებითDetails

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
„A“ ლიგისთვის მზად არ ვართ” – ვილი სანიოლი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2028 წლის ბოლომდე ნაკრებს ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"