თურქეთის ჩრდილო-დასავლეთის სამ პროვინციაში მეხანძრეები ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძრის ქრობაში 14 თვითმფრინავი, 31 ვერტმფრენი და 265 სახმელეთო მანქანაა ჩართული, ასევე სატყეო მეურნეობის 1400 თანამშრომელი.
ამ ეტაპზე ხანძარია ჩანაქკალეს პროვინციაში, ეჯაბათის რაიონში; ბოლუს პროვინციაში გოინუკის რაიონში და მანისას პროვინციაში გორდესის რაიონში.
ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, ცეცხლის ქრობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, გარკვეული დასახლებები სიფრთხილის მიზნით ევაკუირებული იქნა, თუმცა საცხოვრებელ უბნებს საფრთხე არ ემუქრება.