LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე

რეალურად, თუკი რომელიმე ქვეყანა უახლოვდება მაქსიმალურად ევროკავშირს, ეს არის სწორედ საქართველო. 2030 წლისთვის თუკი ვინმე იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის-ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2024/08/15-ში
A A
16
ნახვა
გაზიარება

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 2030 წლისთვის თუკი ვინმე იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, არის რაღაც პატარა თამაშები, რის გამოც საქართველოს 2022 წელს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს და თუ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებითაც ასეთი თამაშები იქნება, 2024 წლის ნაცვლად მოლაპარაკებებს მომავალ წელს მივიღებთ.

„რეალურად, თუკი რომელიმე ქვეყანა უახლოვდება მაქსიმალურად ევროკავშირს, ეს არის სწორედ საქართველო. სამწუხაროდ, უკრაინაში არის სხვა მდგომარეობა, მოლდოვაში არის სხვა მდგომარეობა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, დემოკრატია, კორუფცია და ა.შ. ყველა თვალსაზრისით ეს ორი ქვეყანა უფრო და უფრო მეტად შორდება ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს, რეალურად, თვისებრივი დაახლოების პროცესი. შინაარსობრივად საქართველო სულ უფრო მეტად უახლოვდება იმ სტანდარტებს, რომლებიც არის საჭირო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

ეს გამოიხატება, მაგალითად, ეკონომიკურად იმაში, რომ იგივე ამ სამი წლის განმავლობაში, დაახლოებით 9 მილიარდით გავასწარით მოლდოვას ჩვენი ეკონომიკით და თქვენ იცით, რომ ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი პრინციპული ფაქტორი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ეს არის ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ეს არის, მათ შორის, გამჭვირვალობა, რომელიც არის ერთ-ერთი ევროპული ღირებულება, რომელიც დაინერგა კიდევ უფრო მკაფიოდ ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ მაქსიმალურად ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს ჩვენს ქვეყანაში და გვაქვს მუდმივი პროგრესი ყველა თვალსაზრისით.
საბოლოო ჯამში, ეს აუცილებლად დაფასდება. არის რაღაც პატარა თამაშები, ამ თამაშების გამო თქვენ იცით, რომ ჩვენ 2022 წელს არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა 2023 წელს მაინც მივიღეთ ეს სტატუსი. აქაც თუ ასეთი თამაშები იქნება, წელს არა, მომავალ წელს მივიღებთ მოლაპარაკებებს, რაც არ არის პრინციპული გამომდინარე იქიდან, რომ იგივე კანდიდატის სტატუსისგან განსხვავებით, შანტაჟისთვისაც კი არ გამოდგება მოლაპარაკებების გახსნა როგორც საკითხი და როგორც თემა.

აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას აქ დიდი რისკები არ აქვს. საბოლოო ჯამში აუცილებლად გაიხსნება მოლაპარაკებები და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 2030 წლისთვის თუკი ვინმე იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
იმერეთსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ქვემო ქართლის, იმერეთის, შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ქალზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

დღეს დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეა

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
დღეს დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეა
მთავარი

9 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმინდანი დაიბადა ნიკომიდიაში მესამე საუკუნის მეორე ნახევარში. არ არსებობს ტაძარი, რომელშიც არ იყოს დაბრძანებული ნიკომიდიელი მკურნალის,...

დაწვრილებითDetails

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმისთვის 3 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმისთვის 3 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები დააკავეს
მთავარი

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები არიან დაკავებულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით  შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი — ენერგიული დღეა. საქმეში ინიციატივის აღება წარმატებას მოგიტანს. ურთიერთობებში კი აჩქარებული რეაქციებისგან თავის შეკავება ჯობს.   კურო — ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად კარგი დღეა. შეიძლება საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ცხოვრებაში...

დაწვრილებითDetails

9 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც დედას სახლის გადაწვით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში დააკავეს პირი, რომელიც დედას დაემუქრა, რომ სახლს გადაწვავდა. "ინფო იმერეთის" ცნობით, მამაკაცი დარაჯად მუშაობდა და ის სამართალდამცველებმა დასაცავ ობიექტზე აიყვანეს.   შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა...

დაწვრილებითDetails

მოზარდები, რომლებიც კურიერს ჯგუფურად გაუსწორდნენ, ამ დროისთვის დაკავებულები არ არიან

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
“არასრულწლოვნების ჯგუფი “გლოვოს” კურიერს თავს დაესხა” – იაკო კვანტალიანი
მთავარი

ჯგუფური ანგარიშსწორების მსხვერპლი კურიერი კლინიკიდან გაწერეს - ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. დავით დვალიშვილს ჯგუფურად სავარაუდოდ ხუთამდე მოზარდი გუშინ გაუსწორდა. ჯერ-ჯერობით  თავდამსხმელების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. "პირველებმა" გაარკვია, რომ სამეთვალყურეო...

დაწვრილებითDetails

მოსწავლეების ფიქრებზე დარდობდა – გიორგი კეკელიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
მთავარი

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გიორგი კეკელიძე წერს, რომ გარდაიცვალა ახალგაზრდა პედაგოგი, მონიკა ჭანტურია, რომელიც თავისი მოსწავლეების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა. „არასდროს მგონებია, რომ აქ, მიწაზე ყოფნას რამე...

დაწვრილებითDetails

სპეციალისტი ყვითელი ქათმების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
სპეციალისტი ყვითელი ქათმების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

„მომხმარებელი ხშირად ფიქრობს, რომ ყვითელი ფერის ქათამი ცხიმიანია, სინამდვილეში კი, ფერი შეიძლება ხელოვნურად იყოს შეცვლილი“, - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული საუბრობს. „ბაზარი ითხოვს, რომ ქათამი იყოს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"