გარდაიცვალა პიანისტ-კომპოზიტორი ლევან შენეგლია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაია ყუფარაძე ავრცელებს.
,,მაესტრო,მშვიდობით…
მეგობარო,მშვიდობით…
ლევან შენგელია…” – წერს სოციალური ქსელში ჟურნალისტი მაია ყუფარაძე.
როგორც ცნობილია ამერიკაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი მძიმე სენს ებრძოდა.
ლევან შენგელიამ სამშომლო 1990-იან წლებში დატოვა, თუმცა მასთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. ამის დასტურია თუნდაც ის რომ პანდემიამდე საქართველოში ყოველწლიურად ატარებდა კონცერტებს სახელწოდებით „ჯადოსნური ღამე“. ამერიკაში, ნიუ-ჯერსის გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიასთან არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში „ლაზარე“ ქართველ ბავშვებს მუსიკას ასწავლიდა. ასევე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა Piano School of New York City-ში და Trilok Academy-ში, ფორტეპიანოს განყოფილებაზე.
ხელოვანი, წლების განმავლობაში ამერიკაში ქართულ მუსიკას და ხელოვნებას ემსახურებოდა.










