აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ უკრაინას 125 მილიონის ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს.
ცნობილია, რომ პაკეტი მოიცავს ტყვიებს HIMARS-ის სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო საბრძოლო მასალას, Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და TOW ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს.










