LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ავტომობილის მფლობელი ჩინეთში საშუალოდ 9 დღეს საცობში ატარებს

ოჯახში 3 და მეტი მანქანის ფლობისთვის, შესაძლოა მოსაკრებელი დაწესდეს

დაპოსტა 2020/01/14-ში
A A
369
ნახვა
გაზიარება

მანქანების ფლობაზე შესაძლოა შეზღუდვა დაწესდეს. კონკრეტულად რა ფორმით მოხდება ეს, ჯერ კიდევ უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, რომელზეც ყურადღებას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ამახვილებს, ოჯახში 3 და მეტი მანქანის ფლობისთვის, სავარაუდოდ, მოსაკრებელი დაწესდება. ექსპრეტები ამ მოსაზრებას დიდად არ ეწინააღმდეგებიან.

ახალი ინიციატივის შესახებ კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ, თემატური მოკვლევის შედეგებშია ნათქვამი, თუმცა მოგვიანებით დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ ინფორმაცია არასწორია და ოჯახში ავტომობილების რაოდენობასთან და მასზე დაწესებულ გადასახადზე არანაირი ინიციატივა არ არსებობს. მიუხედავად ამისა, რა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს, ფაქტია, რომ ავტომობილების რაოდენობა ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა და ამ საკითხის დარეგულირება რაღაც ფორმით უნდა მოხდეს.

დეპუტატი გიორგი ხატიძე აღნიშნავს, რომ არსებობს მოსაზრება, ხომ არ არის მიზანშეწონილი ოჯახში სამი ან მეტი ავტომანქანის ფლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ან გადასახადის დაწესება, რაზეც მსჯელობა უნდა დაიწყოს.

„ანგარიშში ცალსახად არ არის მითითება, რომ აუცილებელია გადასახადის დაწესება. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საჭიროა მსჯელობა. ეს არ არის სავალდებულო დოკუმენტი, ესაა კომპლექსური პროცესების ერთი ნაწილი. სათანადო უწყებებმა კონკრეტულ ვადებში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი პოლიტიკა, შესაბამისი რეგულაციები”, – განაცხადა მან.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, შეიძლება თბილისის მასშტაბით, მოსაკრებელი დაწესდეს ძრავის მოცულობის მიხედვით. შესაბამისად, შეღავათიანი პირობებით ისარგებლებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომელიც უფრო ნაკლები მოცულობის ძრავის ავტომანქანას მართავს.

დეპუტატმა ნინო წილოსანმა გუშინვე აღნიშნა, რომ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ თემატურ მოკვლევაში საუბარი იყო რამდენიმე შესაძლო ვარიანტზე, თუმცა მისი განხორციელება არც ახლა და არც სამომავლოდ არ იგეგმება.

ამ დროს საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი ავტომობილის მფლობელია. მანქანების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს და უკვე ყოველ მეორე ადამიანს, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 60%-ს მანქანა ჰყავს. მდგომარეობა ჯერჯერობით ვერც ტექინსპექტირებამ შეცვალა. ეკოლოგიური საკითხები კვლავ დაუძლეველია, ხოლო დედაქალაქსა და რეგიონებში საცობები ჩვეულებრივ ამბად იქცა.

სპეციალისტებს ამ მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებენ და ხელისუფლებას სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის აზრით, ავტომობილების რაოდენობის ზრდა, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ, ამავე დროს დიდ პრობლემას წარმოადგენს და მისი რეგულირება რაღაც ფორმით უნდა მოხდეს. განსახილველია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც შეზღუდვა შეეხება ოჯახში 3 ან მეტი მანქანის ყოლას, თუმცა ამის პარალელურად მთავრობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე უნდა იზრუნოს.

“ჩვენი სიდიდის ქალაქი ამდენ ავტომობილს, რა თქმა უნდა, ვერ დაიტევს და ეს ძალიან ლოგიკურია. ჰაერი ბინძურდება, უშველებელ საცობში გვიწევს მუდმივად ყოფნა. სატრანსპორტო სფერო რომ მოსაწესრიგებელია, ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს. ამ საკითხის დარეგულირება არ იქნება მარტივი, თუმცა შესაძლებელია რაღაც გზების გამონახვა. თითო ოჯახში უნდა იყოს თითო ან მაქსიმუმ – ორი, თუ არ გვინდა უარეს შედეგამდე მივიდეთ.

კონკრეტული ზომებია მისაღები, რადგან არა მარტო თბილისში, დიდ ქალაქებშიც მძიმე ვითარებაა. ვეღარ იტევენ ამდენ მანქანას და მის გამონაბლოქვს, მეტად უნდა ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” დავით მესხიშვილმა.

მას მაგალითად მოჰყავს ბელგია, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის უფასო ბილეთები დაურიგა. შედეგად, ავტომობილების რიცხვი ათასობით შემცირდა.

,,ჩვენთან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არასწორად ვითარდება. ევროპაში ამ მხრივ სერიოზული ღონისძიებები ტარდება. ხშირად მომყავს ეს მაგალითი, თუმცა მთავრობის დამოკიდებულებას სატრანსპორტო სფეროს მიმართ ზუსტად ასახავს – ავტომობილების რაოდენობის შესამცირებლად ბელგიის მუნიციპალიტეტმა თანამშრომლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უფასო ბილეთები დაურიგა. შედეგად მიიღო ის, რომ ერთმა ავტობუსმა დაახლოებით 100 მანქანა გააჩერა. ცხადია, რაღაც გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეთ. ამ მხრივ ავტომობილების ფლობის რაოდენობაზე შეზღუდვა მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი კარგი ინიციატივაა, თუმცა არასაკმარისი იმისთვის, რომ ვითარება შეიცვალოს”, – აცხადებს “ბიზნეს-რეზონანსთან” მესხიშვილი.

საავტომობილო სფეროს ექსპერტის შალვა ბუაჩიძის განცხადებით, ავტომობილების რიცხვი საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება. ის საუბრობს ქართველების მენტალიტეტზე, რომლის მიხედვითაც არავინ სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, როცა ეზოში საკუთარი მსუბუქი ავტომობილი უყენია.

„მანქანების ჭარბი რაოდენობა სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეს არის შედეგი იმისა, რომ დარგი არასწორი მიმართულებით ვითარდება. ავტომობილების უმეტესობა განკუთვნილია იმისათვის, რომ ადამიანებმა მცირე შემოსავალი მიიღონ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც უნდა პოპულარიზაცია გაეწიოს, ავტომობილებზე მოთხოვნას ვერ შეამცირებს. გარკვეულწილად მოაგვარებს მოძრაობის პრობლემას, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ამით შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. ამიტომ საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვა აუცილებელია, ეს იქნება მანქანის რაოდენობა ოჯახებისთვის თუ ძრავის მიხედვით დაწესებული მოსაკრებელი, მიდგომა გასამკაცრებელია”, – განაცხადა ბუაჩიძემ.

გაზეთი “რეზონანსი”

თეგები: ავტომობილირეგულაციასაცობი
გაზიარება148

დაკავშირებული -პოსტები

ლისის ტბასთან ახლოს ბაიკერი დაიღუპა

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ლისის ტბის მიდამოებში, სოფელ წოდორეთთან ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლეტი და მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.   შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული,...

დაწვრილებითDetails

მეგობრისთვის თავგანწირული ინგუში ბიჭის ამბავი

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
მეგობრისთვის თავგანწირული ინგუში ბიჭის ამბავი
მთავარი

ინგუშეთში 8 წლის ხიზირ დერბიჩევის ძებნა უკვე მერვე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პატარა ბიჭი 15 ივნისს მდინარე სუნჟაში გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც მეგობრის გადასარჩენად წყალში გადახტა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვი...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს 23 ივნისს

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6487 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6505 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში დაღუპული ქართველი ბიჭი ჯაბა თავართქილაძეა

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
პოლონეთში დაღუპული ქართველი ბიჭი ჯაბა თავართქილაძეა
მთავარი

პოლონეთში 23 წლის საქართველოს მოქალაქე ტბაში დაიხრჩობათუმის მცხოვრები, 23 წლის ჯაბა თავართქილაძე, პოლონეთში ტბაში დაიხრჩო.ჯაბას მეგობრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი პოლონეთის ქალაქ ზარიში ( Zary) სამუშაოდ იმყოფებოდა.

დაწვრილებითDetails

საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელების თითქმის მესამედი რუსეთის მოქალაქეა

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელების თითქმის მესამედი რუსეთის მოქალაქეა
მთავარი

საქართველოს მოქალაქეთა რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 2.5 %-ით გაიზარდა და 3 775 415 კაცი შეადგინა, თუმცა მათი წილი მთლიან მოსახლეობაში, აღწერათაშორის პერიოდში 99.2 %-დან 96.1 %-მდე შემცირდა - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 200 სოფელი გაუკაცრიელებულია, 278-ში კი 10 კაცზე ნაკლები ცხოვრობს – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
რის შეძენაში დაემხარება მთავრობა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებლებს
მთავარი

საქართველოში სულ 3 617 სოფელია, აქედან 3 417 დასახლებული, ხოლო 200 დაუსახლებელი - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა - 2024-ის დაზუსტებულ მონაცემებში. ამავე მონაცემების მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს: 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.. ქ. თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია...

დაწვრილებითDetails

იმერეთში მოსახლეობის რაოდენობა 23 165-ით, 4.3%-ით შემცირდა – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

იმერეთში მოსახლეობის რაოდენობა 23 165-ით, 4.3%-ით შემცირდა - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებში ვკითხულობთ. "2014 წლის აღწერასთან შედარებით, მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მატება, ქ. თბილისის...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში 23 წლის ქართველი ბიჭი დაიღუპა

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

პოლონეთში 23 წლის ქართველი კაცი ტბაში დაიხრჩო - ინფორმაციას Marneuli News ge ავრცელებს და წერს, რომ დაღუპული ბათუმის მკვიდრია. მათივე ცნობით, ახალგაზრდა კაცი პოლონეთის ქალაქ ზარიში სამუშაოდ იმყოფებოდა.

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

22 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"