მიხეილ სააკაშვილი სხვა პალატაში გადაიყვანეს. მისი პირობები კი გაუარესებული არანაირად არ არის. პირიქით, მე ვიტყოდი, რომ გაუმჯობესდა კიდეც. ამ პალატის ფართიც ბევრად უფრო დიდია, ვიდრე აქამდე სადაც იყო. რამდენიმე საათის განმავლობაში ტექნიკური ხარვეზი იყო, რომელიც გუშინვე აღმოიფხვრა და ინტერნეტიც და ტელევიზორიც ჩართული აქვს. ამ ეტაპზე, ის აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომ სტაციონარში იმყოფებოდეს. სხვა შემთხვევაში, არ იქნებოდა. [ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით] ჩვენ არაფერს ვგეგმავთ.
თბილისში მოქალაქე გაძარცვეს – დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ფიზიკური...










