მიხეილ სააკაშვილი სხვა პალატაში გადაიყვანეს. მისი პირობები კი გაუარესებული არანაირად არ არის. პირიქით, მე ვიტყოდი, რომ გაუმჯობესდა კიდეც. ამ პალატის ფართიც ბევრად უფრო დიდია, ვიდრე აქამდე სადაც იყო. რამდენიმე საათის განმავლობაში ტექნიკური ხარვეზი იყო, რომელიც გუშინვე აღმოიფხვრა და ინტერნეტიც და ტელევიზორიც ჩართული აქვს. ამ ეტაპზე, ის აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომ სტაციონარში იმყოფებოდეს. სხვა შემთხვევაში, არ იქნებოდა. [ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით] ჩვენ არაფერს ვგეგმავთ.
მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელეს
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან მინსკში, პირველი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში....









