LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„გამჭვირვალობის კანონის” მიხედვით, ჩვენ გვინდა, ის რა სიკეთეც ფინანსდება, ამაზე დონორებს მადლობაც კი ვუთხრათ -გურამ მაჭარაშვილი

„გამჭვირვალობის კანონის” მიხედვით, ჩვენ გვინდა, ის რა სიკეთეც ფინანსდება, ამაზე დონორებს მადლობაც კი ვუთხრათ -გურამ მაჭარაშვილი

დაპოსტა 2024/08/05-ში
A A
3
ნახვა
გაზიარება

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს! – როცა ჩვენ ნაბიჯი ურთიერთობების გადატვირთვისკენ გადავდგით და ვამბობთ, რომ აშშ-სთან და­ ევროკავშირთან გადატვირთვისთვის მზად ვართ, იქიდან ვხედავთ, რომ დაფინანსება ისეთ კარგ საქმეებს უწყდება, რაზეც ჩვენც მადლობას ვამბობთ! სამაგიეროდ, საჯაროდ რადიკალური NGO-ები ფინანსდებიან – როდესაც იქიდან საუბარია, რომ ჩვენ მეგობრობა გვინდა, მაგრამ ქართველ ჯარისკაცს იარაღის შეძენაზე უარს ეუბნები, ხოლო გიგაურს ბომბების შესაძენად აფინანსებ, ვინ დაიჯერებს, რომ მეგობრობა გინდა?! მარტო სიტყვები არაფერს ნიშნავს! – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმად, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის შეჩერებული დაფინანსების ფარგლებში, დაფინანსება ლუგარის ლაბორატორიასაც შეუჩერდა.

როგორც მაჭარაშვილმა ამ თემაზე საუბრისას აღნიშნა, „რომ შესრულდეს ის, რისი სურვილიც უცხოურ ძალას აქვს, ლუგარის ლაბორატორია კი არა, ყველაფერი უკან მოგვრჩება”.

მაჭარაშვილის განცხადებით, „ვიდრე უკრაინაში ომი არ დასრულდება, უცხოური ძალის სურვილია მეორე ფრონტი საქართველოში, უკრაინის ომის დასრულების შემდეგ კი, ურთიერთობები გადაიტვირთება როგორც აშშ-დან, ასევე ევროკავშირიდან”.

„რაც მეტი ასეთი გადაწყვეტილება იქნება აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციისგან, მით მეტი მტკიცებულება გვექნება ჩვენ და ქართულ საზოგადოებას, რომ ჩვენ მართალს ვამბობდით – დონორები აფინანსებენ შავ ფულს და იმ NGO-სექტორს, რომელიც ქვეყანაში რევოლუციას ლამობს და დაფინანსებას ისეთ კარგ საქმეებს უწყვეტენ, რომელზეც ჩვენ მადლობას ვიხდით.

როდესაც შენ ამბობ, რომ იარაღს აღარ უყიდი ქართველ ჯარისკაცს, რომელიც ამერიკელ ჯარისკაცთან ერთად იბრძოდა და სიცოცხლეს სწირავდა მსოფლიო მშვიდობისათვის და სამაგიეროდ, „მოლოტოვის კოქტეილს“ უყიდი გიგაურს, აქ უკვე შენი ინტერესი გასაგებია.

როდესაც სამედიცინო დაწესებულების დაფინანსებაზე ამბობ უარს, რაც ჰუმანური აქტია და რაზეც ჩვენ მადლობელი ვიყავით, სამაგიეროდ არ ამბობ უარს ლომჯარიას დაფინანსებაზე, რომელსაც ქვეყანაში ბომბების ცვენა სურს, რა თქმა უნდა, აქაც ინტერესი გასაგებია.

„გამჭვირვალობის კანონის” მიხედვით, ჩვენ გვინდა, ის რა სიკეთეც ფინანსდება, ამაზე დონორებს მადლობაც კი ვუთხრათ – რაზეც მადლობა უნდა ვუთხრათ, იმაზე უარს ამბობენ და რაზეც ვეუბნებით, რომ არ დააფინანსონ – პარლამენტზე რევოლუციური შტურმი და “მოლოტოვის კოქტეილების” შეძენა – ამას ისევ აგრძელებენ.

ეს არის წინასაარჩევნოდ ოპოზიციისთვის გადმოგდებული პროვოკაცია, რაც რა თქმა უნდა, არ გამოვა.

26 ოქტომბრამდე ასე ტიპის პროვოკაციები იქნება, მაგრამ 26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვლება”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება1

დაკავშირებული -პოსტები

” ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ, ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური და სწორი” – ნათია თურნავა ოთარ ფარცხალაძეზე

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი – თურნავა ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენაზე
მთავარი

ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური და სწორი, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტს კითხვაზე: „ნანობთ თუ არა, რომ წლების წინ ოთარ ფარცხალაძის დასაცავად მოქმედებდით“. ნათია თურნავას განცხადებით,...

დაწვრილებითDetails

“სერგეი შოიგუს განცხადება ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს მკაფიო დასტური იმისა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი დგას რუსეთის სამსახურში”- გრიგოლ გეგელია

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
” ერთ ქალს შეუძლია იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია”- გრიგოლ გეგელია
მთავარი

ვფიქრობ, სერგეი შოიგუს განცხადება ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ რეალურად „ქართული ოცნების“ რეჟიმი დგას რუსეთის სამსახურში , - ასე ეხმაურება “ძლიერი საქართველო - ლელოს” საგარეო მდივანი,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5943 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5949 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“მან 112-ში დარეკვაც კი მოასწრო” – ახალი დეტალები ხდება ცნობილი, შამგონაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ახალი დეტალები ხდება ცნობილი,ზუგდიდის მუნიციპალიტეტ საზღვრისპირა სოფელ შამგონაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ. „გოლფის“ მარკის ავტომობილს,  68 წლის ჯუმბერ კვარაცხელია მართავდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით რუსეთიდან ახალი ჩამოსული იყო და შამგონაში სტუმრად იმყოფებოდა....

დაწვრილებითDetails

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ნოემბრიდან განახლდება

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სარჩელები არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო
მთავარი

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ნოემბრიდან გაგრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა განახლდება 12:00 საათზე. ასევე, სარჩელთან დაკავშირებული სხდომები გაგრძელდება 11,...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი?

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიოში ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათზე 1 უნციის ღირებულებამ 4 094 დოლარი შეადგინა, რაც დღიურად 0.69%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის 1 უნცია...

დაწვრილებითDetails

“ბიძინა, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში?” – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს – მიხეილ სააკაშვილი
მთავარი

ბიძინა, ბიძინა, საყვარელო, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გაკადრეს ტალახში თრევა ყველას დასანახად? ეს არის შენი “პიკასოს ბიჭი?” - ან როგორ გიბედავს ეს ლაწირაკი ღარიბაშვილი ხელებზე კბენას, იმ ხელებზე,...

დაწვრილებითDetails

” ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას და შემოღებას “- ნათია თურნავა

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი – თურნავა ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენაზე
მთავარი

ამ ეტაპზე და მომავალ წლებშიც საქართველოს ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას და შემოღებას. განსაკუთრებით არ იგეგმება ე.წ. საცალო ციფრული ლარის ანუ მოსახლეობის ხელთ არსებული ციფრული ლარის ფართოდ...

დაწვრილებითDetails

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 481,3 მლნ ლარით იზრდება და 31 362,7 მლნ ლარს შეადგენს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს
მთავარი

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 481,3 მლნ ლარით იზრდება და 31 362,7 მლნ ლარს შეადგენს. როგორც მთავრობა განმარტავს, საბიუჯეტო ცვლილებებით ერთი მხრივ ხორციელდება იმ პროგრამების დამატებითი დაფინანსება, რომლებშიც 2026...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან სომხეთში , რვა პირის მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობისა და სხვა დანაშაულების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი რვა პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"