“მოხარული ვარ, რომ აქ შეიკრიბეთ და ყველას გვაქვს შესაძლებლობა, ვნახოთ და დავაფასოთ თქვენი შემოქმედება. მე, როგორც დიასპორაში გაზრდილ ადამიანს, ძალიან კარგად მესმის რამდენად მნიშვნელოვანია კავშირის შენარჩუნება, ქვეყანაში დაბრუნება და აქ, ადგილზე სწორედ აქაური კულტურის ახლოდან გაცნობა. ეს კულტურა არ არის უცხო თქვენთვის და ეს ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ მას სწორედ ეს აქაური ფესვები სჭირდება, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა
ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. ცნობილი ჟურნალისტი ხანგრძლივი ავადმყოფობისა და თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ...










