LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე

ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურად ვითარდება – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2024/07/30-ში
A A
12
ნახვა
გაზიარება

ჩვენ ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა სლოვაკეთში, ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა აშშ-ში, ერთი და იგივე ხელწერა, ეს არის საერთაშორისო კონტექსტი და ეს ძალები მოქმედებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

პრემიერის თქმით, საერთაშორისო კონტექსტის გარდა არსებობს ადგილობრივი კონტექსტიც და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“.

„არსებობს საერთაშორისო კონტექსტი, არსებობს ადგილობრივი კონტექსტი და ამ კონტექსტების გათვალისწინებით მგონი, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ასეთი გეგმები ვიღაცის თავში იხარშება და მზადდება. საერთაშორისო კონტექსტს რაც შეეხება, არსებობს გარკვეული ხელწერა, რომელიც უკვე თვალნათელი გახდა, ჩვენ ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა სლოვაკეთში, ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა აშშ-ში, ერთი და იგივე ხელწერა, ეს არის საერთაშორისო კონტექსტი და ეს ძალები მოქმედებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ აქვთ ამის რესურსი.

რაც შეეხება ადგილობრივ კონტექსტს, იცით, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ყველაფრის შემსრულებელი. ერთ-ერთი, რითაც გამოირჩეოდნენ ისინი, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, იყო მკვლელობები, პირდაპირ ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდებს, ათეულობით ახალგაზრდა პირდაპირ ქუჩაში მოკლეს, აქედან გამომდინარე, მათგან არავის უნდა გაუკვირდეს ასეთი ტიპის დანაშაულის ჩაფიქრება, მომზადება. ესაა საერთაშორისო და ადგილობრივი კონტექსტი, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ,“- აღნიშნა პრემიერმა.

კითხვაზე, თუ რატომ შეიძლებოდა გამხდარიყო ბიძინა ივანიშვილი ამ დანაშაულებრივი განზრახვის სამიზნე, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ იგი ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილური განვითარების გარანტია.

“ერთი მარტივი მიზეზის გამო – ის არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის მშვიდობა და ქვეყანა სტაბილურად ვითარდება. ის არის მთავარი გარანტი. აქედან გამომდინარე, ის რომ ამ გეგმების მთავარი ადრესატი იყო, აბსოლუტურად ლოგიკურია, აქ გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება კონტექსტს, აქ კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო სატელეფონო ზარი, რომელიც განხორციელდა რამდენიმე თვის წინ. ეს იყო ერთ-ერთი ევროკომისრის სატელეფონო ზარი, რომლის მეშვეობითაც მოგვაწოდეს კონკრეტული მესიჯი, რაც ამ ევროკომისარმა მოგვიანებით აღიარა თავად და განაცხადა, რომ ის საუბრობდა მკვლელობის რისკებზე, უბრალოდ მან დააზუსტა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც გვესროდა ტყვიას,“- აღნიშნა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის განცხადებით, ვინაიდან ზარი უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან განხორციელდა, ალბათ ამ მიზეზით დარჩა საზოგადოებას განცდა, რომ უშუალოდ პრემიერის მისამართით იყო გაფრთხილება.„რეალურად, მრავლობითში იყო საუბარი და სიტყვები იყო ასე ნათქვამი – თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად, ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთში. სიტყვასიტყვით ასე იყო ნათქვამი ეს ყველაფერი. მხოლობითი იყო, თუ მრავლობითი, ამას ვერ გაარჩევ ვერც ქართულში და ვერც ინგლისურში, ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუმცა ასე იყო ნათქვამი რეალურად – ფრთხილად იყავით, ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთში,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რისკები რჩება იქამდე, ვიდრე უკრაინაში ომი არ დასრულდება.

„რისკები რჩება იქამდე, ვიდრე უკრაინაში გრძელდება ომი, ვიდრე კონტექსტი იქნება ასეთი, ეს რისკები დარჩება ძალიან მძაფრად ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ მომავალ წელს ომის დასრულებაზე. ჩვენი გათვლებით, იმედებით, მაქსიმუმ ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში. როგორც კი ეს ვითარება შეიცვლება და რეგიონში ვითარება დამშვიდდება, მაშინვე ინტერესებიც გადალაგდება და შეიცვლება, ესაა ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველი, გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება. როგორც კი ეს მოხდება, მაშინვე რისკებიც თვისებრივად და რადიკალურად შემცირდება,“- აღნიშნა პრემიერმა “იმედის” ეთერში, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

” ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ, ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური და სწორი” – ნათია თურნავა ოთარ ფარცხალაძეზე

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი – თურნავა ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენაზე
მთავარი

ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური და სწორი, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტს კითხვაზე: „ნანობთ თუ არა, რომ წლების წინ ოთარ ფარცხალაძის დასაცავად მოქმედებდით“. ნათია თურნავას განცხადებით,...

დაწვრილებითDetails

“სერგეი შოიგუს განცხადება ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს მკაფიო დასტური იმისა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი დგას რუსეთის სამსახურში”- გრიგოლ გეგელია

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
” ერთ ქალს შეუძლია იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია”- გრიგოლ გეგელია
მთავარი

ვფიქრობ, სერგეი შოიგუს განცხადება ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ რეალურად „ქართული ოცნების“ რეჟიმი დგას რუსეთის სამსახურში , - ასე ეხმაურება “ძლიერი საქართველო - ლელოს” საგარეო მდივანი,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5943 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5949 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“მან 112-ში დარეკვაც კი მოასწრო” – ახალი დეტალები ხდება ცნობილი, შამგონაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ახალი დეტალები ხდება ცნობილი,ზუგდიდის მუნიციპალიტეტ საზღვრისპირა სოფელ შამგონაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ. „გოლფის“ მარკის ავტომობილს,  68 წლის ჯუმბერ კვარაცხელია მართავდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით რუსეთიდან ახალი ჩამოსული იყო და შამგონაში სტუმრად იმყოფებოდა....

დაწვრილებითDetails

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ნოემბრიდან განახლდება

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სარჩელები არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო
მთავარი

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ნოემბრიდან გაგრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა განახლდება 12:00 საათზე. ასევე, სარჩელთან დაკავშირებული სხდომები გაგრძელდება 11,...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი?

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიოში ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათზე 1 უნციის ღირებულებამ 4 094 დოლარი შეადგინა, რაც დღიურად 0.69%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის 1 უნცია...

დაწვრილებითDetails

“ბიძინა, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში?” – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს – მიხეილ სააკაშვილი
მთავარი

ბიძინა, ბიძინა, საყვარელო, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გაკადრეს ტალახში თრევა ყველას დასანახად? ეს არის შენი “პიკასოს ბიჭი?” - ან როგორ გიბედავს ეს ლაწირაკი ღარიბაშვილი ხელებზე კბენას, იმ ხელებზე,...

დაწვრილებითDetails

” ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას და შემოღებას “- ნათია თურნავა

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი – თურნავა ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენაზე
მთავარი

ამ ეტაპზე და მომავალ წლებშიც საქართველოს ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას და შემოღებას. განსაკუთრებით არ იგეგმება ე.წ. საცალო ციფრული ლარის ანუ მოსახლეობის ხელთ არსებული ციფრული ლარის ფართოდ...

დაწვრილებითDetails

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 481,3 მლნ ლარით იზრდება და 31 362,7 მლნ ლარს შეადგენს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს
მთავარი

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 481,3 მლნ ლარით იზრდება და 31 362,7 მლნ ლარს შეადგენს. როგორც მთავრობა განმარტავს, საბიუჯეტო ცვლილებებით ერთი მხრივ ხორციელდება იმ პროგრამების დამატებითი დაფინანსება, რომლებშიც 2026...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან სომხეთში , რვა პირის მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობისა და სხვა დანაშაულების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი რვა პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"