„სააკაშვილის სახელი საერთოდ, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე შიდაპოლიტიკურ რეალობაში ყველას დავიწყებული აქვს, იმიტომ რომ ის ლაპარაკობს იმას, რასაც სულ ლაპარაკობდა – რომ საქართველოში ქაოსი უნდა იყოს. ის, რომ აპირებენ არჩევნების არცნობას, არჩევნების წინა თუ შემდგომ პერიოდში დესტაბილიზაციის მოწყობას, ეს ახალი არ არის. სააკაშვილის კუდში მისდევს მისი აღსაზრდელების რადიკალურ განცხადებებს, რომლებმაც უკვე დიდი ხნის წინად გადაასწრეს ამ რადიკალიზმში მიხეილ სააკაშვილს“, – მიიჩნევს ვოლსკი.
ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა
ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოლაჯურთან მომხდარ ავარიას 1 პირი ემსხვერპლა- ინფორმაციას TOK2Region ავრცელებს. შსს-ს ცნობით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.










