გურიაში, კალანდობის სადღესასწაულო ღონისძიებაზე ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს ოპოზიციის წევრები ლობიოთი და პრასით დახვდნენ.
თუმცა ისინი არ შეუშვეს კალანდობის დღესასწაულზე.
ისინი იმასაც აპროტესტებენ, რომ კალანდის აღნიშვნა 18:00 საათზე იწყება.
“ეს არის ჩვენი აგდება. სალომეს ახირების გამო 6 საათზე გადმოიტანეს კალანდის აღნიშვნა, რაც ამ დრომდე არასდროს მომხდარა”, – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბესო ქათამაძემ.
სალომე ზურაბიშვილი გურიას დღეს 3-დღიანი ვიზიტით ეწვია