2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $10.319 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 %-ით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
წინასწარი მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი $2.847 მილიარდს შეადგენს (შემცირებულია 6.7%ით), ხოლო იმპორტი $7.471 მილიარდი (გაიზარდა 0.2%-ით). ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 11.5 პროცენტით შემცირდა და 1 293.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის 6 თვეში, $4.624 მილიარდი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.8%-ია.
საექსპორტო ქვეყნების ტოპ ათეულში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ შედის. საქართველოს უმსხვილესი 10 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ექსპორტის მიხედვით:
- ყირგიზეთი – $453.402 მლნ;
- ყაზახეთი – $354.300 მლნ;
- რუსეთი – $340.083 მლნ;
- აზერბაიჯანი – $318.197 მლნ;
- სომხეთი – $278.323 მლნ;
- თურქეთი – $243.789 მლნ;
- ჩინეთი – $145.843 მლნ;
- უკრაინა – $55.074 მლნ;
- შვეიცარია – $52.886 მლნ;
- უზბეკეთი – $50.904 მლნ
საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები, ღვინოები, ფეროშენადნობები და სპირტიანი სასმელებია.
რაც შეეხება იმპორტს, TOP-10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
- თურქეთი – $1.2 მლრდ;
- რუსეთი – $857 მლნ;
- აშშ – $771.2 მლნ;
- ჩინეთი – $709 მლნ;
- გერმანია – $498 მლნ;
- აზერბაიჯანი – $279 მლნ;
- იაპონია – $207 მლნ;
- იტალია – $200 მლნ;
- საფრანგეთი – $150.9 მლნ;
- ჰონ-კონგი – $143.9 მლნ.
მთავარი იმპორტირებული საქონელია მსუბუქი ავტომობილები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, სამკურნალო საშუალებები დაფასოებული, ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები.










