,,ჩემი გულის ნაწილი თან წაიღე ნიკოლოზ💔უსასრულო ტკივილი ხარ😭
შეხვედრამდე ჩემო ტკბილო ბიჭო” – სოციალურ ქსელში ასხის მთაზე მოკლულ ახალგაზრდა ბიჭს, ნიკა ფაილოძეს ემშვიდობებიან.
ასხის მთაზე, მწყემსმა მწყემსი მოკლა.
მწყემსებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, საქონლის გაყოფას უკავშირდება.
მოკლულია მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი. ამასთან, დაჭრილია მისი მეგობარი, რომელიც მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.










