თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “მთავარ არხის” ინფორმაციით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა და გზა გადაუკეტა. არსებული ინფორმაციით, ბაიკერი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევას Tiktok live-ში იღებდა კიდევ ერთი მოქალაქე, კადრებში ჩანს, რომ მოგვიანებით მას პოლიციამ ვიდეოს გადაღება შეაწყვეტინა. უცნობია შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. კადრში ჩანს, რომ პოლიციის მანქანა დაზიანებულია.










