განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და 18 ივლისს, თანატოლებთან ერთად წავიდა მდინარაზე. ბიჭი სხვა ბავშვებმა ადგილზე მისვლიდან მალევე ვეღარ შეამჩნიეს და ძებნა დაიწყეს. ნაპირზეა ნაპოვნი მოზარდის ტანსაცმელიც.
რამდენი დაკარგეს საქართველოს მოქალაქეებმა ბოლო ერთ თვეში გლობალური საფონდო ბაზრების მკვეთრი გაუფასურების შედეგად – რომან გოცირიძის ანალიზი
"გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ვარდნა საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება. ათეულ ათასობით ადამიანი, მათ შორის "მობაილ ბანკის" მომხმარებლები, ადგილობრივი და საერთაშორისო საბროკერო პლატფორმების მეშვეობით უცხოურ აქციებსა და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებს",- ამის...










