LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხელისუფლების წარმომადგენლებს სახე აქვთ დაკარგული-გიორგი ვაშაძე

„ქართული ოცნება“ არის გრენლანდია, რომელიც გასატანია – გიორგი ვაშაძე

დაპოსტა 2024/07/17-ში
A A
2
ნახვა
გაზიარება

12 წელია ივანიშვილი ზიზღისა და დაპირისპირების რიტორიკით მართავს ამ ქვეყანას; 12 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო, 12 წლის თავზე, ბოლომდე, სრულად შეწყვიტეს ევროინტეგრაციის პროცესი – „ქართული ოცნება“ არის გრენლანდია, რომელიც გასატანია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გუშინ „ქართული ოცნების“ შეკრება იყო წაგების შეკრება.

„გუშინ ისევ დაპირისპირებისკენ მიდრეკილი განცხადებები ჰქონდათ, ანტიდასავლური გზავნილები. მინდა პირადად ირაკლი კობახიძეს ვკითხო – ხელში მიჭირავს ასამდე პროექტის ჩამონათვალი, ჯამური ღირებულებით 10 მლრდ ლარი. ამ პროექტებს შეგვიძლია ვუწოდოთ მეგა, მასშტაბური პროექტები, რომელიც ფინანსდება ევროპული და ამერიკული თანხებით. ეს პროექტები ქმნიან დაახლოებით 100 ათასამდე სამუშაო ადგილს. გეკითხებით, ამ რიტორიკით, რომლითაც გუშინ გამოხვედი, როცა ქვეყანა იქამდე მიიყვანე, რომ შეწყვეტილია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა, ეს დაფინანსება რომ გაჩერდეს, რას აპირებ? ამ 10 მლრდ ლარზეც უარს ამბობთ? გინდათ, რომ აღარც გზა გაკეთდეს ქვეყანაში, აღარც ინტერნეტიზაცია მოხდეს? რომ გამდიდრდით და 18 მლნ დოლარიან ოფისში რომ დასხედით, ასე რომ არ ცხოვრობს ქვეყანა? ნუ გაურბიხარ პასუხს. ყველა ამ პროექტს ემუქრება საფრთხე. საიდან მოვა ეს თანხა, როცა ამ დაფინანსებას ევროპული და ამერიკული ფონდები გააჩერებენ? 26 ოქტომბერი არის, მათ შორის, არჩევანი დაპირისპირება თუ ერთიანობა. გუშინდელი 18 მილიონ დოლარიან შენობაში შეკრება, ეს იყო წაგების შეკრება. როგორი დამწუხრებულები ისხდნენ, როგორი მძიმე სიტუაციაში არიან, ვხედავთ. როდემდე შეიძლება, რომ ქვეყანა დაპირისპირებაში აცხოვრო?! რა გააკეთეს 12 წლის განმავლობაში? პირველად საქართველოს ისტორიაში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი სრულად შეჩერებულია, წყდება დაფინანსებები, დავკარგავთ სამუშაო ადგილები. თვითონ გამდიდრდნენ, ხალხი გააღარიბეს. 12 წელია ამ ზიზღის და დაპირისპირების რიტორიკით მართავს ივანიშვილი ამ ქვეყანას; 12 წლის განმავლობაში გააღარიბეს ხალხი, უკიდურესად გამდიდრდნენ თვითონ; 12 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო, დემოგრაფიულ კატასტროფაში მიგვიყვანეს და 12 წლის თავზე ბოლომდე, სრულად შეწყვიტეს ევროინტეგრაციის პროცესი.

გაგვახსენდა „ცისფერი მთები ანუ ტიანშანი“ – სანამ გრენლანდია თავში დაგვეცემა, უნდა გავიტანოთ გრენლანდია. „ქართული ოცნება“ არის გრენლანდია, რომელიც გასატანია. გუშინდელი მათი ძვირადღირებული შეხვედრა იყო საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, “ვაი, დავმარცხდით და რა გვეშველებაო“, – განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება1

დაკავშირებული -პოსტები

ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
მთავარი

ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოლაჯურთან მომხდარ ავარიას 1 პირი ემსხვერპლა- ინფორმაციას TOK2Region ავრცელებს. შსს-ს ცნობით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაწვრილებითDetails

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა
მთავარი

სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო ელიეშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა აღნიშნულმა სასჯელმა ნიკა მელიასთვის გამოტანილი წინა განაჩენი...

დაწვრილებითDetails

სანიტარს, რომელმაც შვილი ბათუმში, კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დედა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქმე ეხება, 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკაში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც კლინიკის ერთ-ერთმა...

დაწვრილებითDetails

„ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება” – გია ხუხაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
„ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება” – გია ხუხაშვილი
მთავარი

მთავარი ვერსია არის საბოტაჟი - ჩვენი ენერგოსისტემის ძალიან დიდ ნაწილს აკონტროლებენ რუსები, მათთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს ფარული საბოტაჟის მოწყობა , - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ხობში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ქალის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდი­ნა­რე ხო­ბის­წყალ­ში დედა-შვი­ლი და­იხ­რჩო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცი­რე­წლო­ვა­ნი დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა, დე­დამ გა­დარ­ჩე­ნა სცა­და, თუმ­ცა დი­ნე­ბამ ისიც გა­ი­ტა­ცა. ბავ­შვის ცხე­და­რი ად­გი­ლობ­რივ­მა იპო­ვა და მდი­ნა­რი­დან ამო­ას­ვე­ნა. დე­დის სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე...

დაწვრილებითDetails

არ გამოვრიცხავ, ქვეყნის სამჯერ ჩაბნელება რუსეთის მხრიდან შანტაჟი იყოს – ლელა ჯეჯელავა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
არ გამოვრიცხავ, ქვეყნის სამჯერ ჩაბნელება რუსეთის მხრიდან შანტაჟი იყოს – ლელა ჯეჯელავა
მთავარი

არ გამოვრიცხავ, ქვეყნის სამჯერ ჩაბნელება რუსეთის მხრიდან შანტაჟი იყოს და შეიძლება კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნების შესრულებას უკავშირდებოდეს, რაც ხელისუფლებისთვის ძნელად ასახსნელია საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, ეს მოთხოვნები უფრო ოკუპირებულ რეგიონებს უნდა ეხებოდეს, -...

დაწვრილებითDetails

ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა
მთავარი

ანასტასია ბერუაშვილი არის გოგონა, რომელმაც იცოდა, რომ გიგაზე თავდასხმას აპირებდნენ და იცოდა, რომ თავს დაესხნენ და გაითიშა. ის ამას ჩვენებაშიც აფიქსირებს, რომ ყველაფერი იცოდა, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის...

დაწვრილებითDetails

მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
მდინარემ ავტომობილი გაიტაცა-მაშველები მამაკაცს ეძებენ
მთავარი

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი დინებამ გაიტაცა, დედამ გადარჩენა სცადა, თუმცა დინებამ ისიც გაიტაცა. ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა. დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

ხელისუფლების არცერთ უკანონო გადაწყვეტილებასა და რეპრესიულ ნაბიჯს არ ძალუძს გატეხოს ის ღირებულებები, რომლებსაც მზია და დამოუკიდებელი ქართული მედია ემსახურება – “მედიის ადვოკატირების კოალიცია”

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
მზია ამაღლობელი 2 000 ლარით დააჯარიმეს
მთავარი

"6 აგვისტოს ზუსტად ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" სასამართლომ მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "მედიის ადვოკატირების კოალიცია" წერს და დაკავებულ ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებს. ორგანიზაცია...

დაწვრილებითDetails

თორნიკე თოშხუამ და შაკო ბაღდოშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
თორნიკე თოშხუამ და შაკო ბაღდოშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს
მთავარი

5-დღიანი პატიმრობის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე თოშხუამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. ცნობისთვის, თორნიკე თოშხუა პოლიციამ 31 ივლისს, თბილისის საკრებულოსთან დააკავა. მას ხელში ეკავა ბანერი "ბიძინა ყ - არაა/არის?". შეგახსენებთ, რომ თოშხუა ბიძინას და სამი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"