LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხელისუფლების წარმომადგენლებს სახე აქვთ დაკარგული-გიორგი ვაშაძე

„ქართული ოცნება“ არის გრენლანდია, რომელიც გასატანია – გიორგი ვაშაძე

დაპოსტა 2024/07/17-ში
A A
2
ნახვა
გაზიარება

12 წელია ივანიშვილი ზიზღისა და დაპირისპირების რიტორიკით მართავს ამ ქვეყანას; 12 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო, 12 წლის თავზე, ბოლომდე, სრულად შეწყვიტეს ევროინტეგრაციის პროცესი – „ქართული ოცნება“ არის გრენლანდია, რომელიც გასატანია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გუშინ „ქართული ოცნების“ შეკრება იყო წაგების შეკრება.

„გუშინ ისევ დაპირისპირებისკენ მიდრეკილი განცხადებები ჰქონდათ, ანტიდასავლური გზავნილები. მინდა პირადად ირაკლი კობახიძეს ვკითხო – ხელში მიჭირავს ასამდე პროექტის ჩამონათვალი, ჯამური ღირებულებით 10 მლრდ ლარი. ამ პროექტებს შეგვიძლია ვუწოდოთ მეგა, მასშტაბური პროექტები, რომელიც ფინანსდება ევროპული და ამერიკული თანხებით. ეს პროექტები ქმნიან დაახლოებით 100 ათასამდე სამუშაო ადგილს. გეკითხებით, ამ რიტორიკით, რომლითაც გუშინ გამოხვედი, როცა ქვეყანა იქამდე მიიყვანე, რომ შეწყვეტილია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა, ეს დაფინანსება რომ გაჩერდეს, რას აპირებ? ამ 10 მლრდ ლარზეც უარს ამბობთ? გინდათ, რომ აღარც გზა გაკეთდეს ქვეყანაში, აღარც ინტერნეტიზაცია მოხდეს? რომ გამდიდრდით და 18 მლნ დოლარიან ოფისში რომ დასხედით, ასე რომ არ ცხოვრობს ქვეყანა? ნუ გაურბიხარ პასუხს. ყველა ამ პროექტს ემუქრება საფრთხე. საიდან მოვა ეს თანხა, როცა ამ დაფინანსებას ევროპული და ამერიკული ფონდები გააჩერებენ? 26 ოქტომბერი არის, მათ შორის, არჩევანი დაპირისპირება თუ ერთიანობა. გუშინდელი 18 მილიონ დოლარიან შენობაში შეკრება, ეს იყო წაგების შეკრება. როგორი დამწუხრებულები ისხდნენ, როგორი მძიმე სიტუაციაში არიან, ვხედავთ. როდემდე შეიძლება, რომ ქვეყანა დაპირისპირებაში აცხოვრო?! რა გააკეთეს 12 წლის განმავლობაში? პირველად საქართველოს ისტორიაში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი სრულად შეჩერებულია, წყდება დაფინანსებები, დავკარგავთ სამუშაო ადგილები. თვითონ გამდიდრდნენ, ხალხი გააღარიბეს. 12 წელია ამ ზიზღის და დაპირისპირების რიტორიკით მართავს ივანიშვილი ამ ქვეყანას; 12 წლის განმავლობაში გააღარიბეს ხალხი, უკიდურესად გამდიდრდნენ თვითონ; 12 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო, დემოგრაფიულ კატასტროფაში მიგვიყვანეს და 12 წლის თავზე ბოლომდე, სრულად შეწყვიტეს ევროინტეგრაციის პროცესი.

გაგვახსენდა „ცისფერი მთები ანუ ტიანშანი“ – სანამ გრენლანდია თავში დაგვეცემა, უნდა გავიტანოთ გრენლანდია. „ქართული ოცნება“ არის გრენლანდია, რომელიც გასატანია. გუშინდელი მათი ძვირადღირებული შეხვედრა იყო საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, “ვაი, დავმარცხდით და რა გვეშველებაო“, – განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება1

დაკავშირებული -პოსტები

ოქრო იაფდება, ვერცხლი კი ძვირდება-რა ღირს გრამი

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირედით იაფდება, თუმცა საგულისხმოა, რომ უკანასკნელ მონაცემებთან შედარებით გაძვირებულია ვერცხლი. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 695 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში...

დაწვრილებითDetails

მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება
მთავარი

2026 წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, ცვლილებების შედეგად, ორშაბათიდან პარასკევის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 13 მაისისთვის

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 14 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6818, ევრო – 3.1404, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6245 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არამიზნობრივად გახარჯა ბიუჯეტის სახსრები უცხოელ არალეგალთა ქვეყნიდან გაძევების პროცესში, არის სრული მანიპულაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების...

დაწვრილებითDetails

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. როგორც ცენტრალური კრიმინალური...

დაწვრილებითDetails

ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა...

დაწვრილებითDetails

ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გამოვლენილია კორუფციული ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც სამი პირი დაკავებულია, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი. პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათ...

დაწვრილებითDetails

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

  კურო   გამოიყენეთ ეს დღე მიწასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. მიხედეთ ბაღს, ნაკვეთს, კარ-მიდამოს, გადარგეთ ყვავილები. დაიწყეთ სახლის რემონტი, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე.   ტყუპები   დაკავდით მნიშვნელოვანი საბუთების მოწესრიგებით, გადახედეთ ხელშეკრულებებს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"