LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღეს ჩვენ გვმართებს ვთხოვოთ წმინდა მოციქულებს, ილოცონ ჩვენთვის-მეუფე შიო

x

დღეს ჩვენ გვმართებს ვთხოვოთ წმინდა მოციქულებს, ილოცონ ჩვენთვის-მეუფე შიო

დაპოსტა 2024/07/13-ში
A A
23
ნახვა
გაზიარება

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ათორმეტი მოციქულის ხსენებას და სვეტიცხოვლობას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას.

ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მოციქულთა სახელები, მათი ცხოვრება და ღვაწლი, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ჩვენი ეკლესიის შენობის საძირკველს, იმ შენობისა, რომელიც უკვე 2000 წელია დგას და, ღვთის შეწევნით, მომავალშიც იდგება, ვიდრე ჟამთა აღსასრულამდე.

დღეს გახლავთ დღესასწაული ამ დიდებული ტაძრისა, სადაც იკურთხებოდნენ და ლოცულობდნენ ჩვენი დიდი პატრიარქები, დიდი მღვდელმთავრები, მეფეები.

ის, რომ დღეს ჩვენ აქ ვართ შეკრებილნი და ჩვენ მიერ წირვაზე ერთობლივად აღვლენილი ლოცვები იმაზე მეტყველებს, რომ მოციქულებისგან მიღებული მემკვიდრეობა დღესაც ცოცხალია ჩვენს ეკლესიასა და ჩვენს ერში, ჩვენი ერის ცხოვრებაში. როდესაც დღეს ვიხსენიებთ წმინდა მოციქულებს, რომლებმაც თავიანთი ღვაწლით, თავიანთი სისხლითა და ცრემლით, ქრისტეს ნათლით განანათლეს საქართველო და ასევე იმჟამინდელი მსოფლიოს ყველა მხარე, გვახსენდება სახარებიდან ეპიზოდი, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ მათ მოუწოდა და უთხრა: „მოდით და შემომიდექით მე“ (მთ. 4, 19). აი, მას შემდეგ მომავალმა მოციქულებმა ყველაფერი მიატოვეს და ქრისტეს გაჰყვნენ და ეს მოწოდება უფლისა არის მოწოდება ყოველი ჩვენგანისადმი. ეს არის ასევე მოციქულების მოწოდება. ეს არის ყველა იმ წმინდანის მოწოდება, რომლებმაც მოციქულების მსგავსად მიატოვეს ყველაფერი იმისთვის, რომ ქრისტესთან ყოფილიყვნენ.

ზოგჯერ სახარებაში მოციქულთა შესახებ ვკითხულობთ ისეთ რამეს, რაც გვაკვირვებს ხოლმე. ჩვენ ვხედავთ, რომ სულიწმიდის გარდამოსვლამდე მოციქულები ზოგჯერ ავლენენ სისუსტეს, ავლენენ მერყეობას რწმენასა და სულიერ ცხოვრებაში, ანუ ყველაფერ იმას, რაც ჩვენც გვახასიათებს. მაგრამ მათგან განსხვავებით ამ მერყეობისა და სისუსტის დროს ჩვენ უფრო ხშირად ვშორდებით ხოლმე ქრისტეს და ეს გვაკარგვინებს ჩვენი შინაგანი სულიერი საყრდენისა და ჩვენი რწმენის სიძლიერის შეგრძნებას.

მოციქულები კი, მიუხედავად მათ მიერ ზოგჯერ გამოვლენილი ამ უძლურებისა, არ ტოვებდნენ მაცხოვარს და ყოველთვის მასთან იყვნენ, ვინაიდან მათ ჰქონდათ უმთავრესი თვისება, ძვირფასო ძმებო და დებო: დიდი სიმტკიცე და შემართება, გამბედაობა, ქრისტეს შედგომისა, რომ ქრისტესთან ყოფილიყვნენ.

ჩვენ ძალიან გვაკლია ეს თვისება. ამიტომ დღეს ჩვენ გვმართებს ვთხოვოთ წმინდა მოციქულებს, ილოცონ ჩვენთვის, რათა უფალმა მოგვცეს ეს სიმტკიცე და გამბედაობა, რომ ყოველთვის გვესმოდეს ხმა ქრისტესი, რომელიც მოგვიწოდებს და პასუხს ვცემდეთ ამ მოწოდებას მოციქულების მსგავსი ერთგულებით.

წმინდა მოციქულები ემსახურნენ ღვთის სიტყვის ქადაგების საქმეს, ისინი ქადაგებდნენ ქრისტეს, ქადაგებდნენ ქრისტეს აღდგომაზე, ისინი აძლიერებდნენ ადამიანებს რწმენაში, სულიერებაში. დაბოლოს, ღვთის სიტყვის ქადაგებისა და ქრისტესთვის მოწამებრივი სიკვდილი დაითმინეს; მათმა ქადაგებამ, როგორც ნათქვამია დღევანდელი დღესასწაულის წარდგომაში, მსოფლიოს უკიდურეს მხარეებამდეც კი მიაღწია: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

ძვირფასო ძმებო და დებო, ის ქადაგება, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს წმინდა მოციქულებმა, დღესაც გრძელდება. ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ქრისტეს დამოწმებას, ჩვენ დღესაც ვაცხადებთ სახარებისეულ ჭეშმარიტებებს, დღესაც ვქადაგებთ სახარებას, რითაც ვბაძავთ წმინდა მოციქულებს. ისინი კი თავიანთი ლოცვებით გვაძლიერებენ ამ ღვაწლში, რომელსაც ჩვენ შეძლებისდაგვარად მათი მიბაძვით ჩვენს ცხოვრებაში აღვასრულებთ.

მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებით და დიდი სიყვარულით მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომლის დიდი მსახურებაც არის ნათელი დასტური იმისა, რომ სამოციქულო მსახურება და სამოციქულო მემკვიდრეობა დღესაც გრძელდება და მისი უწმინდესობა არის უპირველესი გამოვლინება და მატარებელი ამ დიდი მსახურებისა. მინდა, მას ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და მოციქულთა შეწევნა და დიდი მადლობა გადავუხადო მისი ღვაწლისთვის, რომელსაც იგი ასეთი სიმტკიცით და მოშურნეობით დღესაც აღასრულებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ მოციქულთა დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას. უფალმა მოციქულთა ლოცვით, სვეტიცხოვლისა და საუფლო კვართის მადლით, რომელიც ამ წმინდა ტაძარში არის დავანებული, დაგლოცოთ და გაგახაროთ. უფალმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ“,- განაცხადა მეუფე შიომ.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

ნორავირუსი ძალიან ადვილად გადადის, ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით – ანი ქავთარაძე

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
“ინფიცირებულთა ნახევარი იღუპება” – რა არის მარბურგის ვირუსი და როგორია მკურნალობის მეთოდი
მთავარი

ნორავირუსი ძალიან ადვილად გადადის, ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით - ანი ქავთარაძე დაავადებთა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცლებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითქც ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი დიდი ალბათობით ნორავირუსი გახდა. ანი ქავთარაძე პოსტში...

დაწვრილებითDetails

ბაღებში ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო – დავადებათა კონტროლი

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა შორის მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.   „17 სექტემბერს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების გამოვლენისთანავე, კვლევაში დაავადებათა კონტროლისა...

დაწვრილებითDetails

,,წებოს ხრიკი” – საბერძნეთში ქართველები მძარცეველები დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
,,წებოს ხრიკი” – საბერძნეთში ქართველები მძარცეველები დააკავეს
მთავარი

საბერძნეთის პოლიციამ საცხოვრებელი სახლების ძარცვაში ეჭვმიტანილი ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა. პოლიციის ინფორმაციით, ჯგუფის წევრები ათენისა და ატიკის სხვა რაიონებში ბინებს წინასწარ შერჩეული სქემით ძარცვავდნენ.   გამოძიების მიხედვით, ჯგუფი ბინის მცხოვრებლების სახლში...

დაწვრილებითDetails

არსებობს დატბორვისა და მეწყრული პროცესების განვითარების ალბათობა… – მეტეოროლოგის გაფრთხილება

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უამინდობის გამო შესაძლო მეწყერული პროცესების რისკებზე წერს.   „აჭარის სანაპირო კურორტებსა და დაბალმთიან რაიონებში კვლავ არსებობს დატბორვისა და მეწყრული პროცესების განვითარების ალბათობა. გაითვალისწინეთ აღნიშნული რისკები და გამოიჩინეთ...

დაწვრილებითDetails

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და დინამიკური იქნება. კარგი დროა დაწყებული საქმის დასასრულებლად და კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. ურთიერთობებში სიჩქარეს მოერიდე.   კურო ფინანსურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება მოგიწევს. შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა...

დაწვრილებითDetails

20 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 სექტემბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში...

დაწვრილებითDetails

112-ში შეფერხებაა – როგორ უნდა დაუკავშირდეთ საჭირო სამსახურებს

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
112 განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გაცნობებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 591544375 591946870 591946840 591544384 577011174 598087761 599842206 577011241 ტექნიკური ჯგუფი...

დაწვრილებითDetails

3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს
მთავარი

"მიმართვა ქალაქის მერს! ბატონ გენადი ბალანჩივაძეს- გენადი ბალანჩივაძე / Genadi Balanchivadze მინდა, საჯაროდ მოგმართოთ საკითხზე, რომელიც ჩვენი შვილების მომავალსა და განათლების უფლებას ეხება. სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც 3 დღე...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ტბა 7 ლარად შეაფასეს და 3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს – რას ყვება ადგილობრივი

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
იმერეთში ტბა 7 ლარად  შეაფასეს და  3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს – რას ყვება ადგილობრივი
მთავარი

იმერეთში ტბა 7 ლარად შეაფასეს და 3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს - რას ყვება ადგილობრივი  

დაწვრილებითDetails

ძალიან ბევრი უშვილო წყვილია და არანაირი თანადაფინანსება სახელმწიფოსგან მათ არ აქვთ – რა პრობლემის წინაშე დგას საქართველო

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
5 რამ, რაც დაქორწინებულებმა საიდუმლოდ უნდა შეინახონ
მთავარი

„უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში რეპროდუქციული ჯანმრთელობა,“ - ამის შესახებ დემოგრაფმა ლელა მენაბდიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა. მისი თქმით, გარდა ამ პრობლემისა, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობაში შეიცვალა მიდგომა შვილის ყოლის მიმართ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"