„1.ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნების გაუქმება; 2. ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება ჩვენი ჯარისთვის; 3. ევროკავშირის ელჩის განცხადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით; 4. გერმანიის გადაწყვეტილება, აღარ დააფინანსოს პროექტები საქართველოში. ეს ბოლო სამი დღის ამბებია… კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო? 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს საქართველოში რუსულ პოლიტიკაზე. ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია, ჩვენი ადგილი ევროპაშია. ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა“, – წერს მამუკა ხაზარაძე.
ირაკლი კობახიძე დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. რაც შეეხება საკითხებს, რაზეც კობახიძე გაამახვილებს ყურადღებას, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა,...










