„1.ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნების გაუქმება; 2. ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება ჩვენი ჯარისთვის; 3. ევროკავშირის ელჩის განცხადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით; 4. გერმანიის გადაწყვეტილება, აღარ დააფინანსოს პროექტები საქართველოში. ეს ბოლო სამი დღის ამბებია… კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო? 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს საქართველოში რუსულ პოლიტიკაზე. ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია, ჩვენი ადგილი ევროპაშია. ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა“, – წერს მამუკა ხაზარაძე.
პოეტი, მსახიობი და რეჟისორი საშა გველესიანი გარდაიცვალა
58 წლის ასაკში პოეტი, მსახიობი და რეჟისორი საშა გველესიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ. საშა გველესიანს გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული - „ქარის წისქვილები“, „სულ ცოტა...“,...










