LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ალეკო ელისაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს

” იურისტი არ ვარ, მაგრამ ხომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია” – ალეკო ელისაშვილი

დაპოსტა 2026/11/17-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები „ლელოს“ ეკითხებიან, ელისაშვილი რომ ტერორისტია, რატომ არ გაემიჯნებითო. იურისტი არ ვარ, მაგრამ ხომ არსებობს ასეთ რამ, უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც გულისხმობს, რომ სანამ სასამართლო საბოლოო, სამივე ინსტანციაში ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, მანამდე ადამიანი არის უდანაშაულო, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ, სარჩელი ააგო იმაზე, რაც ჯერ დადასტურებული არ არის.

„ორი გაუგებარი ამბავი ხდება ჩემ თავს. პირველი არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის ახლა განხილვა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და ერთ – ერთი, რაზეც დღეს მიდიოდა განხილვა, არის ის, რომ პარტია „ლელო“ უნდა აიკრძალოს იმის გამო, რომ მე ვარ ტერორისტი, ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერაქტი და ამიტომ „ლელო“ უნდა აიკრძალოს, „ლელოს“ წევრი არ ვყოფილვარ არასდროს და არც ვარ, მაგრამ რადგან სიაში ვარ ამიტომ უნდა აიკრძალოს. ჩემთვის გამაოგნებელი ამბავი არის ის, რომ მოსარჩელე არის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და როგორც დასრულებულ ფაქტს ისე აცხადებს, რომ მე ვარ ტერორისტი და ჩავიდინე ტერაქტი და სარჩელშიც ეს წერია, რომ რადგან ტერორისტი ვარ ამიტომ უნდა აიკრძალოს პარტია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებიც, „ლელოს“ ეკითხებიან, რომ ელისაშვილი რომ ტერორისტია, რატომ არ გაემიჯნეთო. იურისტი არ ვარ, მაგრამ ხომ არსებობს ასეთ რამ, უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც გულისხმობს, რომ სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, სამივე ინსტანცია, ეროვნულ დონეზე, ადამიანი არის უდანაშაულო.

სარჩელი როგორ ააგო მმართველმა პარტიამ იმაზე, რაც ჯერ არ არის დადასტურებული.

ახლა ხომ იმის განხილვა მიდის, მე ვარ ტერორისტი თუ არა, პირველმა ინსტანციამ თქვა, რომ ტერორისტი ვარ, მე და ჩემი ადვოკატები არ ვეთანხმებით, რომ ტერაქტი ჩავიდინე და იმიტომ ვასაჩივრებ. თქვენ რომ ის გადაწყვეტილება მიიღოთ, რასაც მე ველოდები და დააბრუნონ ეს საქმე საქალაქო სასამართლოში, მერე რა უნდა ქნას საკონსტიტუციო სასამართლომ? ასე ჩალით როგორ არის ქვეყანა დახურული?“- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილმა სააპელაციო სასამართლოში იმაზეც ისაუბრა, რომ მას პაემნების და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის უფლება არ აქვს და იკითხა, თუ რის საფუძველზე აქვს მას ეს აკრძალვა, მაშინ როდესაც პროკურატურამ გირაოთი გაათავისუფლა პენიტენციური დაწესებულების დირექტორი და ციხის დირექტორი.

„ერთი წელი ვარ მკაცრი რეჟიმის ციხეში გამომწყვდეული და აკრძალული მაქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია, ჩემი ოჯახის წევრებს ვხედავ აქ, დედაჩემი და მამაჩემი ერთი წელია არ მინახავს, არ მარეკვინებენ, წერილებს ვერ ვგზავნი, პაემნებიც აკრძალული მაქვს. რატომ? იმიტომ, რომ პროკურატურაში ჩათვალეს, რომ მე შეიძლება მოწმეებზე მოვახდინო ზეწოლა. სადაც არც ერთი მოწმე არ არის საქმეში და მოწმე არის მხოლოდ ოთხფეხა ძაღლი და რა მოყვა ამ ამბავს?

შაბათს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პენიტენციური დეპარტამენტის თავმჯდომარეს და გლდანის ციხის დირექტორს, რომლებსაც სასამართლომ გირაო შეუფარდა. რა საქმეზე? ამ ადამიანებმა გამაოგნებელი დანაშაული ჩაიდინეს. დაგეგმეს და განახორციელეს ისეთი რამ, რაც სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, სააკაშვილის დროს არ მომხდარა, ჩაიდინეს წინასწარ დაგეგმილი გამაოგნებელი სისტემური დანაშაული, როდესაც კრიმინალების ჯგუფი შეიყვანეს ადამიანთან და ოთხი დღე აცემინეს და აწამებინეს საკანში. პენიტენციური დეპარტამენტის უფროსი და გლდანის ციხის დირექტორი ერთი თვე უარყოფდნენ ამ ფაქტს. პროკურატურა ბოლოს იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ეს ფაქტი მოხდა, ოღონდ ვატო ყიფიანმა დაურეკა პენიტენციურის დირექტორს, რომ შემიყვანე იმ საკანში და მანაც შეიყვანაო.

რა გამოდის, რომ გლდანის ციხე უპატრონო მიტოვებული შენობაა, სადაც შეაღებ და შეხვალ? სინამდვილეში ამ საქმეში ორი ადამიანის ბრალი კი არა, ათეულობით ადამიანია ჩართული. ვიდეო მონიტორინგი მიდის, როგორ შეიძლება 4 დღე უყურებდე ვიდეო კამერაში აწამებდნენ ადამიანს და რეაქცია არ გქონდეს, თუ გამორთული იყო კამერა, რატომ იყო გამორთული, სამედიცინო პერსონალმა რატომ არ მიაქცია ყურადღება. რატომ ვამბობ ახლა ამას, ამ საქმეში არის ათეულობით საქმე და უამრავი მტკიცებულება, რომლის განადგურება, ამ მოწმეებზე ზეწოლა ძალიან მარტივია.

სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა ასეთი ხალხი და პროკურატურა ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, რომ იქ შეიძლება მოწმეებზე ზეწოლა მოხდეს და პრობლემას ხედავენ ჩემში, რომ მე ციხეში ვარ გამომწყვდეული, მკაცრი რეჟიმის ციხეში, სამი ვიდეო კამერა მაქვს დაყენებული და ყველანაირ კომუნიკაციას მიკრძალავენ ამ მარაზმატიკული ბრალით, რომ ციხიდან შეიძლება ძაღლს დავურეკო და ზეწოლა მოვახდინო.

ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ მაგ კაცის მიმართ თუ პასუხისმგებლობა გამიჩნდებოდა არ მეგონა. მას შემდეგ, რაც ბერამ სუს-ს დაავალა ფეიქრიშვილების ციხეში წამება, დაავალა გეკა გელაძეს, რომელსაც ჩემდა გასაოცრად აღმოაჩნდა ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა და პრინციპულობა და უარი თქვა ასეთ მავნებლობაზე და ამიტომ გააგდეს სამსახურიდან, მინდა აქედან შევუთვალო მადლობა გეკა გელაძეს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ვითხოვ, მივიღო პასუხი – სიცილის გამო მოკლული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
ვითხოვ, მივიღო პასუხი – სიცილის გამო მოკლული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

დედა, რომლის შვილიც ვერაზე სიცილის გამო მოკლეს, პენიტენციური სამსახურისგან განმარტებებს ითხოვს. ქალი საგამოძიებო უწყებას კონკრეტულ კითხვას უსვამს, რატომ იმყოფება მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე უკვე ოთხი თვეა პენიტენციურის სამკურნალო დაწესებულებაში,...

დაწვრილებითDetails

ციხეში ჩამსვეს მდინარაძის სცენარით, რომელსაც მხარს უმაგრებს, მისი თანკურსელი – გვარაკიძე – ელისო კილაძე

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
მთავარი ძებნილი ისე შემოგეპარათ – ელისო კილაძე
მთავარი

ციხეში ვარ მამუკა მდინარაძის გამოგონილი სცენარით - ამის შესახებ "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელმა, ელისო კილაძემ საკუთარ პროცესზე განაცხადა. ჟურნალისტის განცხადებით, მდინარაძეს ზურგს უმაგრებს მისი თანაკურსელი, საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე. "ჩემი...

დაწვრილებითDetails

“მეუფე იობმა რამდენჯერმე სცადა ჩემი მონახულება და არ შემოუშვეს” – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
,,ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას” – სააკაშვილი
მთავარი

მეუფე იობი ბოლო წლებია ამბიონიდან ითხოვს ჩემს გათავისუფლებას, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. ასევე, რამდენჯერმე სცადა ჩემი მონახულება და არ შემოუშვეს. მეუფემ უნდა ახსნას, თუ რატომ მხოლოდ ახლა აღმოაჩინა, რომ ივანიშვილი...

დაწვრილებითDetails

“ასეთი საარაკო სიბრიყვე ერთ კვადრატულ მეტრზე არ მახსენდება” – ელენე ხოშტარია

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

საერთაშორისო ურთიერთობებზე ისეთებს ლაპარაკობენ, რომ ისევ ჯობია, „თალიბანი“ ადამიანი ეგონოთ - ან სანქცია, ან საერთაშორისო ურთიერთობები რა ჰგონიათ?! ვაი, ვაი, უბედურება!, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა...

დაწვრილებითDetails

“საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო” – “ქართული ოცნება”

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
“„დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის”-„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო
მთავარი

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. პარტიის თანახმად, ევროკავშირის პროგრამა...

დაწვრილებითDetails

გრამი ოქროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათზე ძვირფასი ლითონის ღირებულება უნციაზე 3 869 დოლარს შეადგენს, რაც ერთ დღეში მისი ღირებულების 0.50% ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, უნციის...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

მოდით, ჩამოყალიბდით, ამ სარჩელს აქვს მტკიცებულები თუ არა, ჩამოყალიბდით ჩვენ მიერ წარმოდგენილ ბრალდებებზე, რომელიც არაერთია სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, პასუხები გაქვთ თუ არა , - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში “ქართული ოცნების”...

დაწვრილებითDetails

23 ნოემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ბოდბის დედათა მონასტერში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

23 ნოემბერს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან და გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტერის წმინდა ნინოს სახელობის დიდ ტაძარში, საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III წმინდა სინოდის...

დაწვრილებითDetails

“ცოლთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა” -რა დეტალები ხდება ცნობილი

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
“ცოლთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა” -რა დეტალები ხდება ცნობილი
მთავარი

, მამაკაცი, რომელიც ყოფილი მეუღლის შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებაშია ბრალდებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე რაფი ორუჯოვია. ინფორმაციას „კვირის პალიტრა“ ავრცელებს. ადგილობრივები გამოცემასთან ყვებიან, რომ რაფი ორუჯოვს ყოფილ მეუღლესთან...

დაწვრილებითDetails

“მოსარჩელეებისგან არცერთი არ იყო, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა” – რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
“მოსარჩელეებისგან არცერთი არ იყო, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა” – რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
მთავარი

იქ იყო სამეცნიერო საზოგადოება და გახსნით ცერემონიალზე იყვნენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები. რაც შეეხება მოსარჩელეებისკენ ხელის გაშვერას, რომ კონფერენცია აღინიშნა მოსარჩელეებთან ერთად, ბრძანდებოდით ბატონებო? არცერთი არ იყო, - ასე უპასუხა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"