ხვალ, 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველი გამოცდა ქართული ენაში ჩატარდება. გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი.
საგამოცდო პროცესი სტუდენტთა საგრანტო კონკურსით გაგრძელდება, გამოცდებისთვის დაახლოებით სამი ათასი აპლიკანტია რეგისტრირებული, მაგისტრანტობის მსურველთა რიცხვი კი 10 ათასს აჭარბებს.
საერთო სამაგისტრო გამოცდა 17-18 ივლისს ჩატარდება. პარალელურად ჩანიშნულია საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.
ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრია, აქედან 3 ქუთაისში – 23-ე, მე-17 და 41-ე სკოლებშია გაიხსნება.









