“ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს! უამრავი საოცარი ემოციით და მოგონებით. ჩვენს ხალხს და ქვეყანას ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ, ამით ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავდი ტრიბუნებზე, ტელევიზორებთან, ქუჩებში გახარებულ ქართველებს. მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ვაგრძელებთ შრომას, განვითარებას და დაგიბრუნდებით უფრო ძლიერები ❤️🇬🇪” – წერს ხვიჩა კვარაცხელია
თბილისში ბავშვს დენმა დაარტყა
თბილისში, ნაძალადევის რაიონში ბავშვს დენმა დაარტყა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მეორე ძმობის ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტოთაა შემოსაზღვრული. ამ ეტაპზე უცნობია დაშავებულის მდგომარეობა.










