ავტოსაგზაო შემთხვევას რიკოთზე 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ერთი პირი. დაღუპულები ზესტაფონიდან არიან. ტრაგიკულად დაღუპულ ზაან კვინიკაძესა და შოთიკო თურმანიძეს ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებია.
“ტკივილი რომელიც არასდროს განელდება” – წერს გარდაცვლილი ზაან კვინიკაძის და სოციალურ ქსელში.
“ეს რა გამნიკეთე, ვერ უძლებს გული, ვერა” – წერს გარდაცვლილი შოთიკო თურმანიძის მეუღლე.
“გული მტკივა შოთიკო
უდიდესი ტკივილია
“
“ვერ ვიჯერებ გაგვანადგურა ყველა” – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია, მესამე დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ავარია რიკოთზე 29 ივნიის მოხდა, როგორც ცნობილია მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა.