LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გათავისუფლდეს უსამართლოდ დაკავებული ინდიკო ბჟალავა – მარტვილში აქცია იმართება

გათავისუფლდეს უსამართლოდ დაკავებული ინდიკო ბჟალავა – მარტვილში აქცია იმართება

დაპოსტა 2024/06/29-ში
A A
44
ნახვა
გაზიარება

,,გაუქმდეს უკანონოდ, მოსახლეობისგან მალულად და შესაძლო კორუფციული სქემით გაცემული ბალდის კანიონის იჯარის ხელშეკრულება და სამშენებლო ნებართვა.

გათავისუფლდეს უსამართლოდ დაკავებული ინდიკო ბჟალავა!” –  ამ მოთხოვნებით მარტვილში, მერიის წინ, ბალდის კანიონის მცველებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეები ბალდის კანიონის დასაცავად აქციაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბრალდებებს და აცხადებენ რომ ბუნება ეკუთვნის ხალხს.

,,თავიდან ჩვენი სოფლის, ბალდის გულის – ხელშეუხებელი კანიონის მალულად გაყიდვას ვეწინააღმდეგებოდით. დღეს გვიწევს ბრძოლა თანამებრძოლთა სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის. განვლილი გზა გრძელია:

ჩვენ ჩამოგვართვეს უფლება, მონაწილეობა მიგვეღო ჩვენივე სოფლის ბედის გადაწყვეტაში. ბალდის კანიონის ჩვენგან მალულად, 40 წლით გასხვისების გამო სასამართლოს მივმართეთ. ერთი წლის განმავლობაში განხილვა არ ჩანიშნულა. თითქოს სასამართლო ჩვენთვის არც არსებობს.

მოგვიწია, ჩვენვე გამოგვეძიებინა ყველა უკანონობა და როცა პოლიციას მათზე რეაგირება ვთხოვეთ, პასუხად მივიღეთ კანონზე მაღლა დაყენებული ინვესტორის ინტერესები. თითქოს პოლიცია ჩვენთვის არც არსებობს.

ვითმენთ ინვესტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ხან სოფლის გზას პოლიციის თვალწინ კეტავენ, ხან ჩვენს ოჯახებს საჯაროდ აგინებენ, ხან ლამის სუნთქვის გამოც კი გვიჩივიან და ხან ჩვენი სოფლის ბავშვებს თვალების ამოჩიჩქვნით ემუქრებიან.

ჩვენმა მოძრაობამ და დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა, აღმოვაჩინეთ კორუფციული სქემა, რომელიც ბალდის და სხვა ბუნების ძეგლების მიტაცებას ეხება და იმდენად ცხადია, გამოსაძიებელიც კი არაფერი დარჩა. თუმცა ყველა უწყება დუმს.

მიუხედავად ამდენი თმენისა და მშვიდობიანი პროტესტისგან არცერთი გადაცდენისა, ბოლოს ინვესტორი კომპანიისგან მივიღეთ საპროტესტო კარავზე შეიარაღებული თავდასხმა, ერთი თანამებრძოლის დაჩეხვა და მეორე უდანაშაულო თანამებრძოლის – დაკავება.

მომხდარ უკანონობასა და ძალადობაზე მთავარმა პასუხისმგებელმა, გარემოს დაცვის სამინისტრომ, სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილ ხალხს “დესტრუქციული ძალა” გვიწოდა და უარი გვითხრა საჯარო შეხვედრაზე.

მოვითხოვთ გაუქმდეს უკანონოდ, მოსახლეობისგან მალულად და შესაძლო კორუფციული სქემით გაცემული ბალდის კანიონის იჯარის ხელშეკრულება და სამშენებლო ნებართვა. გათავისუფლდეს უსამართლოდ დაკავებული ინდიკო ბჟალავა!” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ცნობისთვის, სახელმწიფომ ბალდის კანიონი 40 წლით იჯარით გადასცა კომპანიას ,,კანიონი350″, რომელიც ადგილზე ტურისტული ატრაქციონი მოწყობას გეგმავს. ადგილობრივები ბუნებაში ჩარევასა და მის დაბეტონებას თითქმის ერთი წელია აპროტესტებენ. ადგილობრივების წინააღმდეგობის გამო კანონზე მშენებლობა შეჩერებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კომპანიას სოფლის მოსახლეობის დაპირისპირებას ცდილობს.

11 ივნისს, ბალდაში ,,კანიონი 350″-ის თანამშრომელმა და მისმა ძმამ, ძმები ბჟალავები დაჭრეს, კარავში შეკრებილ 20-მდე ადამიანს, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს იარაღით ემუქრებოდნენ.

შსს-მ გელა და გიგა ხურცილავები დააკავა, თუმცა ასევე დააკავეს კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგე  ინდიკო ბჟალავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 11ივნისს, ბრალდებული მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 41 წლის სოფო შავყულაშვილს, რომელიც ,,კანიონი 350″-ზე დასაქმებული გელა ხურცილავას მეუღლეა  კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

31 წლის ინდიკო ბჟალავას დაკავება მოულოდნელი აღმოჩნდა ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის. კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ინდიკო ბჟალავას სიცოცხლის მოსპობის მუქარას აბრალებს სამშენებლო სამუშაოების ჩატარების მომხრე თანასოფლელი ქალი.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

არასრულწლოვანი, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დაეჯახა გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

არასრულწლოვანი, რომელიც დედოფლისწყაროში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა, 12 წლის საბა ჯაგოდნიშვილია ავტოსაგზაო შემთხვევა 3 ივლისს მოხდა - სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მანქანით 2 არასრულწლოვანს დაეჯახა. თავდაპირველად საბა იაშვილის სახელობის...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

პოლიციამ თბილისში, ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გუშინ ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.   უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება ივლისში საქართველოში – პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
მთავარი

კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°C -ით მაღალია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთაში +23, +25°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +20, +22°C...

დაწვრილებითDetails

ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან
მთავარი

საქართველო მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება. ქვეყანაში არაერთი ადგილია, სადაც ვიზიტორები იშვიათად ხვდებიან. თუ გსურთ ბუნებისა და ისტორიის აღმოჩენა ტურისტული ხალხმრავლობის გარეშე, ეს ადგილები ნამდვილად დაგაინტერესებთ. ტობავარჩხილის ტბები...

დაწვრილებითDetails

რეკორდული სიცხე ევროპაში – დაღუპულთა რაოდენობამ 3500-ზე მეტს მიაღწია

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

რეკორდულმა სიცხემ ევროპაში 3500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურამ სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში 45-47 გრადუსს მიაღწია. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მძიმე ვითარებაა ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ძირითადად ხანდაზმული ადამიანები და გულ-სისხლძარღვთა...

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეში ვერ იძინებთ? ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
რა უნდა იცოდეთ თუ გაღვიძებისას თავი გტკივათ
მთავარი

ზაფხულის ცხელი ღამეები ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე - შეხუთული ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც გვიანობამდე ვერ ვიძინებთ, ღამით კი ხშირად გვეღვიძება. თუკი საძინებელში კონდიციონერი...

დაწვრილებითDetails

ყველაზე იღბლიანი თარიღები 2026 წლის ივლისში

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა იღბლიანი – ნახეთ იღბლის 5 გასაღები
მთავარი

2026 წლის ივლისის ყველაზე ცუდი თარიღები უკვე დავასახელეთ. ამჯერად ასტროლოგები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ გარკვეულ თარიღებს, რომლებიც შეიძლება განსაკუთრებით ხელსაყრელი იყოს სხვადასხვა წამოწყებისთვის. საერთო ჯამში, თვის ენერგია დადებითი იქნება; ივლისი დიდი ცვლილებების დროა....

დაწვრილებითDetails

სანაპიროებზე უნდა ველოდოთ მღელვარებას და დიდ შტორმებს – ნინო ჩხობაძე

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
კლიმატის ცვლილების შედეგად კატასტროფული მდგომარეობაა – ნინო ჩხობაძე
მთავარი

„თბილისში სითბური ტალღები შესაძლოა, გაძლიერებული იყოს, რადგან ისეთი განაშენიანება გვაქვს, რომ ქალაქში განიავება ნაკლებად ხდება - დედაქალაქისთვის არამარტო ეს, არამედ შემდეგ წლებშიც ზაფხული იქნება რთული“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“...

დაწვრილებითDetails

შეუქცევადი დაზიანება ან სიკვდილი – ჯანდაცვის ახალ გამოწვევა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
მთავარი

სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ის გამოცემაში გამოქვეყნებული University of Oxford-ისა და Mayo Clinic-ის ერთობლივი მიმოხილვის მიხედვით, ენცეფალიტი მსოფლიო ჯანდაცვისთვის მზარდ გამოწვევად იქცა. მკვლევრები დაავადების გავრცელების ზრდას ორ მთავარ მიზეზს უკავშირებენ: პირველი კლიმატის ცვლილებაა, რომელმაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"