LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კახა კალაძე

რუსული კანონი ქვეყანაში არ არსებობს და არც მიღებულა-კალაძე

დაპოსტა 2024/06/29-ში
A A
29
ნახვა
გაზიარება

რუსული კანონი ქვეყანაში არ არსებობს და არც მიღებულა. ერთადერთი, ვინც რუსულ საქმეს აკეთებდა, თავისი პოლიტიკური ქმედებებით, ეს სააკაშვილის ხელისუფლება იყო – ქართველები ვინმეს სულელები ხომ არ ვგონივართ? განათლებაც გვაქვს, შესაბამისი აზროვნებაც, ანალიზის გაკეთების შესაძლებლობაც. არგუმენტებია საჭირო, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი ვინც ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსულ საქმეს აკეთებდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო.

„რუსული კანონი ქვეყანაში არ არსებობს და არც მიღებულა. ერთადერთი, ვინც რუსულ საქმეს აკეთებდა, თავისი პოლიტიკური ქმედებებით, ეს სააკაშვილის ხელისუფლება იყო, თუნდაც გავიხსენოთ, 2008 წელს დაკარგული ტერიტორიები, ეს რუსული საქმე იყო. რაც შეეხება დემონსტრაციებს, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ისე როგორც არასდროს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მანიფესტაციებით. მთავარია ეს კანონის ფარგლებში იყოს. როგორც კი ქმედებები კანონის ჩარჩოებს გასცდება, სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იქნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის შეფასებით, ქვეყნები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს ეწინააღმდეგებოდნენ და რომლებიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები არიან, არგუმენტი არ დაუსახელებიათ, თუ რატომ ეწინააღმდეგება ე.წ. აგენტების კანონი ევროპულ ღირებულებებს.

„უბრალოდ ამდენი დროის განმავლობაში ვითხოვთ წარმოგვიდგინონ არგუმენტი, თუ რატომ არის ეს კანონი ცუდი, რატომ იზღუდება არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. შენ თუ კეთილ საქმეს აკეთებ და გულში ბოროტი ზრახვები არ გაქვს, რომ რაღაც დამალული ფინანსური მაქინაციებით ქვეყანაში არეულობა და რევოლუციები მოაწყო, დააფინანსო ექსტრემისტული ორგანიზაციები, თუ ეს არ გაქვს გეგმაში, მაშინ რა პრობლემაა დეკლარაციის წარმოდგენა? ჩვენ, მთავრობის წევრები, თანამდებობის პირები, ყველა ვავსებთ დეკლარაციას და რატომ არ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ, რომლებიც 20 %-ით უცხოეთიდან ფინანსდებიან, დეკლარაცია წარმოადგინონ, საიდან მიიღეს ეს თანხები და რა პროექტებში დაიხარჯა?!

მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რევოლუციებს და ექსტრემისტულ მოძრაობებს აფინანსებენ მოუწევთ ამის გასაჯაროება და აღმოჩნდებიან ძალიან მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში. ვერ მივიღეთ არგუმენტი, თუ რატომაა პრობლემური კანონი და რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობა ევროპას, ევროპულ მომავალს და ევროპულ ღირებულებებს.

მეგობრობა გამოიხატება იმაში, რომ თუ მე რაიმე არასწორს ვაკეთებ, შენ მითითება მომცე, კონკრეტული არგუმენტებით, თუ რატომ არის ჩემი გადადგმული ნაბიჯი არასწორი.

გამჭვირვალობა როგორ შეიძლება რუსული იყოს, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია და ქართველები ვინმეს სულელები ხომ არ ვგონივართ? – განათლებაც გვაქვს, შესაბამისი აზროვნებაც, ანალიზის გაკეთების შესაძლებლობაც. არგუმენტებია საჭირო, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

„კოალიცია ცვლილებისთვის” განცხადება

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
„კოალიცია ცვლილებისთვის” განცხადება
მთავარი

გუშინ გამოქვეყნებული ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ ადასტურებს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. მათი განცხადებით, ანგარიშში მოცემული საქართველოს თითოეული...

დაწვრილებითDetails

“პოსტსაბჭოთა და სოციალისტურმა სამყარომ უნდა გვასწავლოს ჩვენ დემოკრატია? “- პაპუაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

პოსტსაბჭოთა და სოციალისტურმა სამყარომ ჩვენ უნდა გვასწავლოს დემოკრატია? თვითონ სად იყვნენ 30 წლის წინ? - ჩვენ არავისგან დემოკრატია არ გვესწავლება. არ გვესწავლება პაველ ჰერჩინსკისგან, კაია კალასისგან, მარტა კოსისგან, - ამის...

დაწვრილებითDetails

” ჩემი რეკომენდაციაა, ტონს დაუწიოს ” – შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკიზე

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის ბრიფინგი, სადაც რეკომენდაციებზე საუბრობდა, პირველი რეკომენდაცია რაც მე მას მინდა მივცე, ტონს დაუწიოს - აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტებული დიპლომატი არ...

დაწვრილებითDetails

,,თოვლი და ტემპერატურის კლება“ – როგორი ამინდი გველოდება ნოემბერში

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

ნოემბერი საქართველოში ცვალებადი ამინდით გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ თვის დასაწყისი შედარებით თბილი იყო, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლი. გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური პროგნოზების...

დაწვრილებითDetails

“ბატონი ჰერჩინსკი ტრაგიკული პიროვნებაა, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო ბატონი ჰარცელი” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ბატონი ჰარცელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჰარცელს ყველაფერი აკადრებინეს ქართველი...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის 177 ფაქტი გამოვლინდა -10 თვის სტატისტიკა

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
სამცხე-ჯავახეთში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები დამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1266 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 154 სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

ლაგოდეხში MMA-ის მებრძოლი, 22 წლის ვალერი ყოჩიაშვილი დაჭრეს

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
ლაგოდეხში MMA-ის მებრძოლი, 22 წლის ვალერი ყოჩიაშვილი დაჭრეს
მთავარი

ლაგოდეხში მომხდარი დაპირისპირების დროს შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი, ვალერი ყოჩიაშვილი დანით დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოძიების ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის მკვიდრი, სპორტსმენი ლაგოდეხში...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ, ბრალდებულის პირადი...

დაწვრილებითDetails

თბილისში ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

პოლიციამ თბილისში ჩადენილი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"