“გულწრფელად რომ გითხრათ, საერთოდ არ მახსოვს, ფეხბურთელებს რა ვუთხარი თამაშამდე. ძირითადი გზავნილი იყო, ეთამაშათ ფეხბურთი, დაეცვათ დისციპლინა უბურთოდ და ეთამაშათ ფეხბურთი ბურთით. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს, შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშეს. ზოგიერთს ისიც ვუთხარი, რომ გაეხსენებინათ, როცა 15-16 წლის იყვნენ, როგორ თამაშობდნენ.
რთულია შედარება ფეხბურთელის და მწვრთნელის კარიერის. ჩვენ მაინც ორიენტირებულები ვართ შეჯიბრებაზე, ჯერ უნდა გავიაზროთ რა გავაკეთეთ. როცა შვებულებაში გავდივართ, მერე ვიაზრებთ რა გავაკეთეთ, მაგრამ ახლა ბევრის თქმა არ შემიძლია. უბრალოდ ვამაყობ ფეხბურთელებით, არა მარტო ამ თამაშის გამო, არამედ, ჩეხეთის, თურქეთის წინააღმდეგ თამაშით და ნამდვილად ვამაყობ, რომ მათი მწვრთნელი ვარ” – თქვა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ.










