იმერეთში ძლიერმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხეხილი გაანადგურა, დაზიანდა ვენახები.
ზარალი მიადგა ბაღდათის მუნიციპალიტეტიც. სოფელ პირველ ობჩაში განადგურდა ხეხილი და ვენახები.
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდა მდინარე ლუხუტა და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. დატბორა რამდენიმე სახლის ეზო.
მოსახლეობის თქმით, მოსავლის 80 პროცენტი განადგურებულია.










